"არ ვცნობ თავს დამნაშავედ არც ერთ ბრალში" - 20 წლის შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებული
სამართალი - 12:52, 22 May, 2018     2398
20 წლის შეყვარებულის, ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

"არ ვცნობ თავს დამნაშავედ არც ერთ ბრალში", - განაცხადა ლადო გრიგალაშვილმა სასამართლოს წინაშე ბრალდებულმა.

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის, ნაირა ოტიაშვილის განცხადებით, ის დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების 2 000 ლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს.

ცნობისთვის, შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს ბრალი დაუმძიმდა. ახალგაზრდაისთვის წაყენებული ახალი ბრალი კი განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისჩადენას გულისხმობს.

ბრალდების მხარემ უკვე მიიღო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, მოკლულ ანა ნაცვლიშვილს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული.

გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22 თებერვალს ბრალდებულმა მსხვერპლი სახლიდან 05:30 საათზე გამოიყვანა და კორპუსის უკან, სკვერში შურისძიების ნიადაგზე მოკლა.

ანა ნაცვლიშვილი, მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა.

საქმის მასალების თანახმად, შეყვარებულის მკვლელობის შემდეგ 21 წლის ბიჭმა, ქურთუკი გამოიცვალა და მკვლელობის ნივთმტკიცება - დანა ავტოფარეხში დამალა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, მკვლელობაში ბრალდებული გამთენიისას ნაცვლიშვილის სახლში მივიდა და მოკლულის დას უთხრა, რომ ანას ეძებდა, რომელიც მის შეტყობინებებს არ პასუხობდა.

პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ, ახალგაზრდა ალიბის შექმნას შეეცადა და მეგობრებს შეყვარებულის მოძებნაში დახმარება სთხოვა და მათთან ერთად ნაცვლიშვილს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ეძებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში მტკიცებულების სახით დევს ფარული ვიდეო მასალა, რომელიც სამართალდამცავებმა გრიგალაშვილს გადაუღეს.

ზღვის უბნის მცხოვრებლები იხსენებენ, რომ თვდაპირველად ხმა გავრცელდა, რომ გოგონა ცოცხალი იყო და საავადმყოფოში იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, კლინიკაში ანა ნაცვლიშვილის მამას ბრალდებულიც გაყვა, საიდანაც ის პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა, სადაც გრიგალაშვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებისას გრიგალაშვილმა პოლიციას უამბო, რომ შეყვარებული ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. კერძოდ, მედიაში გტავრცელებული ინფორმაციით, დაკითხვისას ლადო გრიგალაშვილმა სამართალდამცავებს უთხრა, რომ "თითქოს დანაშაულამდე რამდენიმე დღით ადრე, ანა შავ ბე-ემ-ვეში, უსიამოვნო ვითარებაში ნახა და უნდოდა გაერკვია ეს ამბავი, მაგრამ ანი იმ დღეებში მამა სოფელში წაიყვანა და ვერ ნახა. იმ ღამით კი სახლიდან რომ გამოიყვანა და ჰკითხა, ვისთან დადიხარო, გოგონამ კატეგორიულად უარყო ყველაფერი. ამის შემდეგ ბე-ემ-ვე უხსენა და როცა ანი შეეპასუხა, მისმა სიტყვებმა გონება დამიბნელა, ქვა ავიღე, თავში ჩავარტყი, წაიქცა და მერე დანა რამდენჯერმე ჩავარტყიო".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42