„გუშინ მოხდა საკმაოდ კომიკური ფაქტი, დაგვირეკეს, დაახლოებით 9 საათისკენ და გვითხრეს ხვალინდელ დღეზე, რომ კლუბი გაიხსნებოდა და მედიასთნ ერთად შეგვეძლებოდა, რომ შევსულიყავით. ბუნებრივია, ეს შევაფასებთ პოზიტიური ნაბიჯი შსს-სგან, მაგრამ 15 წუთში დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ კლუბის გახსნა გადაიდო და მე ვარ დაბარებული დაკითხვაზე. ეს ეჭვებს ბადეს, რომ ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური სარჩული, ვინაიდან „ბასიანის“ გახსნასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, ერთი მხრივ, შს მინისტრი აცხადებს, რომ უმოკლეს ვადაში, დაახლოებით, 4-5 დღეზე იყო საუბარი, კლუბი იქნება გახსნილი, თუმცა მოადგილეს სხვა ვერსიები აქვს, ის იძახის, რომ კლუბი 2-3 კვირაში გაიხსნება. „ბასიანი“ „თეთრი ხმაურის მოძრაობასთან“ ერთად აქტიურად არის ჩართული კამპანიაში, რომელიც ბევრ საკითხში ითხოვს ცვლილებებს. მე და ჩემს თანამებრძოლებს გვაქვს განცდა, რომ „ბასიანი“ არ იხსნება იმიტომ, რომ არის მძევალი, რამდენად გავაგრძელებთ ან არ გავაგრძელებთ აქციებს.“- განაცხადა გელბახიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






