დოდო გუგეშაშვილი მისი და შვილის ჩაცხრილვის შემკვეთზე გავიდა?! - თადარიგის პოლკოვნიკს საგამოძიებო უწყებაში ელოდებიან
სამართალი - 12:44, 22 May, 2018     5255
დოდო და ნოდარ გუგეშაშვილებზე თავდასხმის ახალი დეტალები. რა გაარკვია თადარიგის პოლკოვნიკმა და ვინ შეუკვეთა დედა-შვილის მკვლელობა?!

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილი მისი და შვილის ჩაცხრილვის შემკვეთზე გავიდა. მხედრიონის ყოფილი ლიდერი „ნიუპოსტთან“ მის მიერ, პირადი კონტაქტებით მოპოვებულ ინფორმაციაზე არ საუბრობს, თუმცა დადასტურებით აცხადებს, რომ 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილი დაქირავებულმა "ქილერმა" მოკლა. მისივე თქმით, „ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, თუმცა მკვლელმა დავალება ბოლომდე ვერ შეასრულა“, რადგან დოდო გუგეშაშვილი გადარჩა.

თადარიგის პოლკოვნიკი შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს, მანამდე კი ახალი გარემოებებს პირადი კონტაქტებით აზუსტებს.

„სამი დღის წინ გავაკეთე განცხადება, რომ მე და ჩემს ადვოკატს რაღაცის დასადგენად 10 დღე გვჭირდება-თქო, ათდღიანი ვადა ჯერ არ ამოწურულა, ამ წუთებშიც ვცდილობთ გარკვეული დეტალების გარკვევას, რის შემდეგაც ვაპირებთ შს მინისტრთან შეხვედრას, იმედია არ მოხდება ისე, რომ მინისტრი არ შეგხვდება“- განაცხადა „ნიუპოსტთან“ გუგეშაშვილმა.

თადარიგის პოლკოვნიკის თქმით, მისი დაჭრისა და ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეზე გარკვეული, საინტერესო გარემოებები გამოიკვეთა.

„ამ გარემოებების დადგენას ახლა ვცდილობთ, სწორად გამიგეთ, დრო კიდევ მჭირდება. ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა და ამ მიმართულებით გვაქვს გარკვეული სიახლეები“- აღნიშნა გუგეშაშვილმა.

კითხვაზე, გავიდა თუ არა მკვლელობის შემკვეთზე ან შემსრულებელზე თადარიგის პოლკოვნიკი ამბობს, რომ „კონკრეტულ გვარებს ვერ დაასახელებს“.

„მჭეირდება რაღაცის დაზუსტება, კონკრეტული გვარი არ ვიცი ნამდვილად. მე მაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ჩემი ოჯახის მკვლელობა დაიგეგმა გარკვეული ჯგუფის მიერ, ის (მკვლელობაში ბრალდებული) უბრალოდ შემსრულებელია. არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ზუსტდება, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, მარტო სელფის გადაღება არ არის ამ ვარაუდის მოტივი, სხვა რამეა...“ - აღნიშნავს მოკლული გუგეშაშვილის დედა.

დოდო გუგეშაშვილი აღნიშნავს, რომ შს სამინისტროსგან ამ დრომდე არ მიუღია პასუხი, დატოვა თუ არა მკვლელობაში ბრალდებულმა ქვეყანა. მისივე განცხადებით, მან არაფერი იცის შემზარავი მკვლელობის მოტივთან დაკავშირებითაც.

„რაც გავარკვიე, ესეც ჩემი კონტაქტებით, თუ რა გამოიკვეთა ამაზე დაზუსტებით რამდენიმე დღეში ვისაუბრებ... ნამდვილად არ ვიცი, სად იმყოფება ჩემი ოჯახის მკვლელი, თუმცა როცა გაირკვევა და იმედი მაქვს ასე მოხდება... სიმართლე გითხრათ, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს მკვლელმა დატოვა თუ არა საქართველო, იმიტომ რომ ადამიანები ჯერ-ჯერობით უცხო პლანეტაზე არ ცხოვრობენ, ყველგან შეიძლება მიგნება. როცა გამოიკვეთებიან შემკვეთიც და შემსრულებლები, მათ აუციოლებლად ჩამოიყვანენ“- დასძინა დოდო გუგეშაშვილმა.

ამასთან, როგორც ინტერვიუს მსვლელობისას გაირკვა, დოდო გუგეშაშვილი საგამოძიებო ორგანოში დღეს 14:00 საათზე დაიბარეს.

მისი თქმით, საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ის უფრო მეტ დეტალს გაასაჯაროებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42