ლეგენდარული ნაომი კემპბელი იუბილარია - პოდიუმის დედოფალი "შავი პანტერა" 49 წლის გახდა (ფოტოები)
ეს საინტერესოა - 17:05, 22 May, 2019     11665
დღეს, ყველა დროის ყველაზე წარმატებული, სახელგანთქმული და ლეგენდარული ფერადკანიანი სუპერმოდელის ნაომი ქემბელის დაბადების დღეა.

პოდიუმის დედოფალი, შავი პანტერა 49 წლის გახდა.

ნაომი ელეინ კემპბელი 1970 წლის 22 მაისს სთრითემში, ლონდონში დაიბადა.

დედამისი ვალერი კემპბელი იამაიკური წარმოშობის ყოფილი ბალერინაა. დედის სურვილის თანახმად, ნაომის თავისი უცნობი მამა არასდროს უნახავს, რომელმაც 18 წლის ვალერი, ორი თვის ნაომით ხელში, სამუდამოდ მიატოვა. ნაომის არა მხოლოდ იამაიკური, არამედ ჩინური წარმოშობაც აქვს, კერძოდ კი, მამამისის დედის ხაზით (მინგის გვარის წარმომადგენლები).

საკუთარ გარეგნობაზე ნაომი ამბობს: „ჩემი ნაკვთები სრულიად ეთნიკურია და მე ამით ვამაყობ“.

ბავშვობაში ნაომი ძიძასთან დიდ დროს ატარებდა, როდესაც დედამისი ევროპის გარშემო საცეკვაო ტურნეთი იმყოფებოდა ხოლმე კორდებალეტ „ფანტასტიკასთან“ ერთად. 10 წლისა „იტალიის კონტის საბალეტო აკადემიაში“ ჩაირიცხა. ის დანრეივენის მოწინავე სკოლაში დადიოდა, რომელიც ლონდონში, სთრითემის ლონდონის შიდა საგანმანათლებლო დაწესებულებად იწოდება.

ნაომის პირველი გამოჩენა საზოგადოების წინაშე 1978 წელს მოხდა, როდესაც 7 წლის გოგონა ბობ მარლიმ მუსიკალურ კლიპში Is This Love? გადაიღო. 1982 წელს კი მეორე კლიპი გამოვიდა მისი მონაწილეობით.

პოდიუმზე პირველად 15 წლის ასაკში გამოჩნდა და პირველი გამოჩენისთანავე განუმეორებელ სახედ იქცა.

ნაომი 90-იანი წლების იმ საკულტო მოდელებიდან ერთერთია, რომლებაც მოდის ისტორიაში ეპოქა შექმნეს.

„ჯანის გოგონები“ - ასე მოიხსენიებდნენ ლეგენდარულ მოდელებს, რომლებიც დიზაინერ ჯანი ვერსაჩეს ფავორიტები იყვნენ - ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი, კრისტი ტორლინგტონი, ლინდა ევანგელისტა , კლაუდია შიფერი, ელენა კრისტენსენი, კარლა ბრუნი.

33 წელია ნაომი პოდიუმის დედოფალია. ამ დროის განმავლობაში იყო და არის დიზაინერების, ფოტოგრაფების მუზა. დამშვენებული აქვს ყველა გავლენიანი მოდური გამოცემების ყდები.

49 წლის ნაომი დღემდე ბრწყინავს პოდიუმსა და სარეკლამო კამპანიებში.






ნაომი კემპბელის უახლესი ფოტოესია და ფოტოები:








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42