მამაკაცს ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
სამართალი - 14:39, 21 May, 2018     984
ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ ი. ც.-ს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლომ ბრალდებული, ასევე დამნაშავედ ცნო ცივი იარაღის ტარებისათვის, ჩადენილი განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 8 იანვარს, დილის საათებში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით სხეულის სხვადასხვა მიდამოში 12 ნაკვეთი ჭრილობა მიაყენა ყოფილ მეუღლეს. შემთხვევის ადგილზე გამვლელმა მოქალაქემ მოძალადეს ხელი შეუშალა, რის გამოც მან ვერ შეძლო დანაშაულის სისრულეში მოყვანა და ქალს, დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულმა მხოლოდ ცივი იარაღის ტარებაში ცნო თავი დამნაშავედ, თუმცა სასამართლომ სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებების, ნივთმტკიცებების, მათ შორის დანაშაულის იარაღის შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად, ასევე დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საფუძველზე ი. ც. -ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასჯელის შთანთქმის პრინციპისა და განაჩენთა ერთობლიობით, ი. ც.-ს, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა" - აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42