"ისინი მიბიძგებდნენ დანაშაულისკენ" - რას ყვება ე.წ. "ბარიგების" საქმის მთავარი მოწმე
სამართალი - 11:55, 21 May, 2018     3348
ნარკოტიკების რეალიზაციის ბრადლებით დაკავებულების საქმეში "ოქროს მოწმემ" საქართველო, სავარუდოდ, უკვე დატოვა.

სოლომონ მათიკაშვილს ძალოვანი უწყებიდან გარანტიები წინასწარ მიღებული ჰქონდა და ქვეყნის დატოვების გეგმაც უკვე შეთანხმებული იყო.

საქმეში ბრალდებული გოგონას ადვოკატი ამტკიცებს, რომ სოლომონ მათიკაშვილის მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში, რაც პროკურატურის მთავარი მტკიცებულებაა, ბრალდებული არა ნარკოტიკულ საშუალებას, არამედ ციტრამონს ყიდის.

დღეს კი სოლომონ მათიკაშვილის მიერ პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებას აქვეყნებს "კვირის პალიტრა" აქვეყნებს.

ჩვენებაში სოლომონ მათიკაშვილი ყვება თუ როგორ შესთავაზეს ლაშა მამულაიშვილმა, ვიქტორ ჟამუტაშვილმა, ქეთი მურუსიძემ და მიხეილ მიქაძემ ნარკოტიკული საშუალებები. მისი თქმით, ისინი უბიძგებდნენ დანაშაულისკენ.

"ჩემი გამოკითხვა არის ნებაყოფლობითი... ვცხოვრობ ჩემს ოჯახთან ერთად. ვარ ხელოსანი, ვმუშაობ, მიყვარს კლუბური ცხოვრება და ხშირად დავდივარ თბილისში არსებულ ღამის კლუბებში. კაფე "გალერის" ხშირი სტუმარი ვარ. აღნიშნულ კლუბში სხვა პირებთან ერთად გავიცანი დაცვის უფროსი ვიქტორ ჟამუტაშვილი, ასევე ლაშა მამულაიშვილი, ქეთი მურუსიძე და მიხეილ მიქაძე, რომლებსაც ასევე უყვართ კლუბური ცხოვრება. დროთა განმავლობაში მათ დავუმეგობრდი. გავცვალეთ ტელეფონის ნომრები და ერთმანეთთან ტელეფონითაც ვკონტაქტობდით. რამდენიმე დღის წინ, როდესაც ვიმყოფებოდი ღამის კლუბ "გალერეაში" ლაშა მამულაიშვილმა, ვიქტორ ჟამუტაშვილმა, ქეთი მურუსიძემ და მიხეილ მიქაძემ მითხრეს, რომ კლუბური ნარკოტიკი "მდმ" და "ექსტაზი" ჰქონდათ და შემომთავაზეს "მდმ" 100 ლარად, ხოლო "ექსტაზი" 180 ლარად... დავთანხმდი და შევუთანხმდი, რომ ვიყიდდი შემდგომ ჯერზე, როცა მოვიდოდი "გალერეაში". მაგრამ გავაცნობიერე, რომ ისინი მიბიძგებდნენ დანაშაულისკენ, ასევე გავაცნობიერე ისიც, რომ აღნიშნულ კლუბში ხშირად დადიან არასრულწლოვნები და შესაძლებელია მათაც შესთავაზონ ნარკოტიკი. ამიტომ გადავწყვიტე პოლიციაში განმეცხადებინა... მინდა აღვიჭურვო სათანადო აღჭურვილობით და ვამხილო ისინი. 24 მარტს გამომძიებლისგან გადმომეცა 500 ლარი... ამის შემდგომ ნებაყოფლობით აღვიჭურვე ფარული აუდიო და ვიდეომოწყობილობით და წავედი ღამის კლუბ "გალერეაში", სადაც შემხვდა ლაშა მამულაიშვილი. ვუთხარი, რომ მსურდა კარგი ხარისხის ნარკოტიკული საშუალების შეძენა. მან მითხრა, რომ 70 ლარში იყო კლუბური ნარკოტიკი "ლსდ". შემდეგ დამტოვა და რამდენიმე წუთში ისევ დაბრუნდა, ამოიღო ქაღალდი, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა მუყაოს ფირფიტები, იქიდან ერთი ფირფიტა მოახია და მომყიდა 60 ლარად. მას გადავეცი ეს თანხა და დავშორდი, მერე გამოვედი კლუბიდან... იქვე ახლოს, რუსთაველის გამზირზე, 34 ნომერთან მელოდებოდა გამომძიებელი და მას გადავეცი ეს ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ჩემ თვალწინ დაილუქა“, - აცხადებს მთავარი მოწმე.

მისივე თქმით, 26 აპრილს, „მესენჯერში“ დაუკავშირდა ქეთი მურუსიძე და უთხრა, რომ მას ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზის" ერთი აბი და შეეძლო მისთვის 100 ლარად მიეტანა.

„შევთანხმდით, რომ შევხვდებოდი კოსტავაზე, "მაკდონალდსის" გვერდით სკვერში. გამომძიებელმა გადმომცა 100 ლარი და წავედი აღჭურვილი. შეთანხმებულ ადგილას დამხვდა ქეთი მურუსიძე, რომელმაც მომცა ერთი აბი, როგორც მითხრა, "ექსტაზი". მივეცი 100 ლარი და როცა ვაპირებდი დაშორებას, მოვიდნენ მისი მეგობრები. მერე დავშორდი და გადავეცი გამომძიებელს“, - აცხადებს მოწმე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42