ტატო გეთიას თქმით, მისი გამოკითხვაზე დაბარება, სავარაუდოდ, შსს-ს მხრიდან მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობაა:
„ეს იყო უბრალოდ დაკითხვა-დაკითხვისთვის, ზოგადი კითხვებით. ჩემი პირადი აზრით, ბევრი არასაჭირო კითხვით და პროვოკაციული კითხვით. ალბათ, ერთ-ერთი მექანიზმია სამინისტროსი, განხორციელდეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ მოვწყდეთ საკუთარ საქმეებს და უბრალოდ დავკარგოთ დრო.
ისეთი ზოგადი კითხვები იყო, რაც ისედაც იციან. ვთვლი, რომ ეს რეჟიმი არის სრულიად მიუღებელი. ალბათ ჩემ სხვა თანაგუნდელებსაც აქ დაუძახებენ და ეს უბრალოდ ერთ-ერთი მექანიზმია, რომ გაგრძელდეს კლუბზე ზეწოლა.
მე უფრო და უფრო ვრწმუნებდი, რომ ეს არ იყო შემთხვევითი აქტი, ეს იყო მასკარადი უშუალოდ კლუბის წინააღმდეგ. არ ვიცი, რა არის მიზეზი, შეიძლება ეს იყო ჩვენი „თეთრი ხმაურის მოძრაობასთან“ ურთიერთობა, ან ბერა ივანიშვილის გამოხატული ანტისიმპათია კლუბის მიმართ. მე მგონია, რომ შსს და ამ სახელმწიფოს არ უნდა სივრცე („ბასიანი“), რომელმაც ათიათასობით ახალგაზრდა გააერთიანა და გააძლიერა. ეს იყო რეალური ძალა, თავისუფალი ადამიანების ძალა. ამიტომ მე ჩემს აზრზე ვრჩები, რეიდი არ იყო საჭირო და ეს იყო სახელმწიფოს რეპრესიული აქტი თავისი ქვეყნის ახალგაზრდების წინააღმდეგ. მე მჯერა, რომ ეს რეიდი საჭირო არ იყო, თან იმ ფონზე, როცა ჩვენ კლუბის დამფუძნებლებმა პირველებმა გავავრცელეთ ინფორმაცია მომაკვდინებელი სუბსტანციის არსებობის შესახებ.“- განაცხადა გეთიამ.
მისივე თქმით, უცნობია, როდის გაიხსენება კლუბი „ბასიანი“
შეგახსენებთ, ერთი დღით ადრე თბილისის მთავარ სამმართველოში „კაფე გალერის“ დამფუძნებელი ალექსანდრე ანთაძეც გამოკითხეს.
მასალის გამოყენების პირობები






