კაფე „გალერის“ დამფუძნებელი დაკითხვაზეა დაბარებული
სამართალი - 21:25, 16 May, 2018     1808
თბილისის ყველაზე პოპულარული ღამის კლუბების მფლობელებს დაკითხვაზე იბარებენ . პოლიციის სამმართველოში კაფე „გალერის“ დამფუძნებელ ალექსანდრე ანთაძეს ელოდებიან. სწორედ "გალერის" დაცვის უფროსი დააკავა 12 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს კრიმინალურმა პოლიციამ ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკითხვაზე დაიბარებენ "ბასიანის" დამფუძნებელსაც და კლუბების სხვა თანამშრომლებს.

კრიმინალურმა პოლიციამ დაადასტურა, რომ ჩხრეკის შედეგად ბასიანსა და გალერიში აღმოჩენილია 34 ლოკაცია, სადაც სხვადასხვა ტიპის ნივთიერება იყო.

კლუბების მფლობელები აცხადებენ, რომ კლუბებში ნარკოტიკის არსებობის შესახებ ამ ინფორმაციის გავერცელება მათი დისკრედიტაციის მიზნით ხდება , თუმცა არ გამორიცხავენ რომ ნარკოტიკი შესაძლოა ქონოდათ კლუბში მოსულ სტუმრებს. მათი თქმით, ხდება კლუბებში მისული სტუმრების ჩხრეკა, თუმცა შესაძლებელია, რომ დაცვამ ნარკოტიკი ვერ აღმოაჩინოს.

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კლუბების ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის მიმართულებით გამოძიება ჯერ არ დასრულებულა , გამოძიება გრძელდება, დადგინდება შესაბამისი კონტაქტები და ხდება მტკიცებულებების მოძიება.

ამ დრომდე „ბასიანიც“ და „გალერიც“ დალუქულია. ძალოვან უწყებაში კი აცხადებენ, რომ გამოძიების სრულფასოვნად ჩატარებისთვის, პროცესი შესაძლოა 3 კვირას გაგრძელდეს





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42