უძილობა და მასთან ბრძოლის ხერხები
ეს საინტერესოა - 10:25, 13 Mar, 2019     5999
მსოფლიოში უამრავი ადმიანი იტანჯება უძილობით. ხშირად ეს იმდენად ფიტავს ადამიანის ორგანიზმს, რომ მას სამსახურეობრივი პრობლემებიც კი ექმნება: ბრიტანელი ტელეწამყვანი იძულებული გახდა 2 თვიანი შვებულება აეღო, რადგან სისტემატიური უძილობის გამო გადაცემის წაყვანა არ შეეძლო, ხოლო ცნობილი სერიალის "სექსი დიდ ქალაქში"-ის მსახიობმა კიმ კეტროლმა ქრონიკული უძლობის გამო უარი თქვა თავის როლებზე ლონდონის თეატრში.

"ამ პერიოდში აზროვნებაც კი არ შემეძლო. ვერ ვალაგებდი ფიქრებს, ვერ ვიაზრებდი გაგონილს," - წერს მსახიობი.

უძილობა არის ადამიანის მდგომარეობა, როდესაც - ადამიანს უჭირს დაძინება, ხშირად ეღვიძება ღამით, დილით ძალაინ ადრე იღვიძებს და ძილის გაგრძელებას ვერ ახერხებს. როგორც წესი ადამიანს ჩაძინებისთვის 30 წუთამდე სჭირდება.

გამოკითხვებმა აჩვენა, რომ საშუალოდ ადამიანს 6,8 საათი სძინავს. ექიმები გვირჩევენ, რომ 7-9 საათიანი ძილი ადამიანისთვის აუცილებელია.

თუმცა, საინტერესოა, რომ უინსტონ ჩერჩილსა და მარგარეტ ტეტჩერს ოთხსაათიანი ძილი ჰყოფნიდათ, ხოლო დღევანდელი მსოფლიო ლიდერებიდან ხანმოკლე ძილით დონალდ ტრამპი გამოირჩევა. არცერთ მათგანს ეს პრობლემას არ უქმნიდა.

დადგენილია, რომ ხანმოკლე უძილობის პერიოდი თითქმის ყველა ადამიანს აქვს. ამის მიზეზია სტრესი, ავადმყოფობა, მოგზაურობა, ცვლილებები ცხოვრებაში, ბავშვის დაბადება, სამსახურის გამოცვლა და სხვ.

როგორც წესი ეს 1-2 თვეში გადის, ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

არსებობს რამდენიმე წესი, თუ როგორ გამოვიძინოთ:

1. დაიცავით რეჟიმი

2. საღამოს მოერიდეთ მძიმე საჭმელს, არ დალიოთ ალკოჰოლი

3. ძილის წინ არ გაეკაროთ ელექტრონულ მოწყობილობებს

4. დაასვენეთ გონება და ნუ იფიქრებთ პრობლემებზე

5. დაიძინეთ გრილ და ჩაბნელებულ ოთახში

რა სხვაობაა ჩვეულებრივ გამოუძინებლობასა და ქრონიკულ უძილობას შორის?

ჩვეულებრივი, 1-2 თვიანი გამოუძინებლობისაგან განსხვავებით, ქრონიკული უძილობა რამდენიმე წელიც შეიძლება გაგრძელდეს, რამაც სამსახურეობრივ და პირად ურთიერთობებზეც კი შეიძლება იმოქმედოს.

ექიმები ადამიანს დიაგნოზ "უძილობას" უსვამენ მაშინ, როდესაც:

1. ძილის ჰიგიენის წესების დაცვა შედეგებს ვერ იძლევა

2. ადამიანს რამდენიმე თვე ცუდად სძინავს

3. უძილობა ცხოვრების ხარისხზე მოქმედებს.

ამასთან, ქრონიკული უძილობით დაავადებულები, ვისაც 5 საათზე ნაკლები სძინავს, მეტად დაუცველები არიან ისეთი დაავადებისადმი, როგორიცაა სიმსუქნე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი.

ექიმები, როგორც წესი, ამ დაავადების სამკურნალოდ მედიკამენტების გამოყენებაზე მეტად ცხოვრების წესის შეცლას ურჩევენ. თუმცა, უფრო ხშირად ადამიანები ძილის საშუალებას უფრო ეტანებიან, რამაც შესაძლოა უარყოფითი გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოიწვიოს.

მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, უძილობის დიაგნოზდასმულ პაციენტებს, პირველ რიგში კოგნიტურ-ქცევითი ფსიქოთერაპიის სპეციალისტთან აგზავნიან, რომელიც მათ ორთვიან ფსიქთერაპიულ კურსს უნიშნავს, რათა პაციენტი გათავისუფლდესიმ ფიქრებისა და ქცევებისგან, რაც მას დაძინებაში უშლის ხელს. ეს შეიძლება შეეხებოდეს ისეთ ცვლილებასაც კი, როდესაც ადამიანმა უარი უნდა თქვას მუშაობის გვაინ გრაფიკზე, ან ცვლების მეშვეობით მუშაობაზეც კი.

"ჩვენი ცხოვრების რეალობა ასეთია: მუშაობა გვიანობამდე, მასმედია, სოცქსელები, ინტერნეტი, კომპიუტერი, ტელევიზორის ძილის წინ ყურება. ადამიანს უჭირს განტვირთვა, არ ყოფნის დრო და ძილის ხარჯზე ახდენს მის ეკონომიას. ჩვენ დავარწმუნეთ ჩვენი თავი, რომ ადამიანს შეუძლია 24 საათიან რეჟიმში ფუნქციონირება... არადა ეს ასე არ არის სამწუხაროდ," - აცხადებენ ფსიქოლოგები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42