„ნინომ გვარებიც დაასახელა... გაჟღერდა, რომ გიორგი ამუშავებს..." - რა უთხრა გამოძიებას ნარკორეალიზატორობის ბრალდებით დაკავებულმა გოგომ
სამართალი - 12:11, 16 May, 2018     9560
ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული წყვილი: 23 წლის გიორგი გოგებაშვილი და 27 წლის ნინო გეგელაშვილი განაჩენს საპყრობილეში დაელოდებიან. ორივე მათგანს გასულ კვირას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქმის მასალების მიხედვით, გიორგი გოგებაშვილი და მასთან არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი ნინო გეგელაშვილი ინტერნეტით ყიდულობდნენ დაფასოებულ ნარკოტიკულ საშუალებებს და ყიდდნენ.

გეგელაშვილი სწორედ იმ დროს დააკავეს, როცა სამალავებში ნარკოტიკს ინახავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ნარკოტიკის შეძენის მსურველები ბრალდებულებს ერთ-ერთი ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით უკავშირდებოდნენ. ფულის გადახდის შემდეგ კი ნარკოტიკებს თბილისის სხვადასხვა საცხოვრებლის სახლების სადარბაზოებში მალავდნენ.

ნინო გეგელაშვილმა წარდგენილი ბრალი ნაწილობრივ დაკავებისთანავე აღიარა და თქვა, რომ მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ე.წ. ბიო მას ეკუთვნოდა, რომელიც შემდგომში გასაღების მიზნით გარკვეულ ადგილებში (სამალავებში) უნდა დაედო.

ბრალდებული ირწმუნება, რომ ის მარტო, გიორგი გოგებაშვილისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა.

როგორც „ნიუპოსტს“ ახალგაზრდა ქალის ადვოკატმა განუცხადა, ნინო გეგელაშვილმა გამომძიებლებს, სავარაუდოდ, მომწოდებელთა კონკრეტული გვარებიც დაუსახელა.

მარიამ ფხალაძე ამბობს, რომ გეგელაშვილი ხელმეორედ დაკითხვას ითხოვს.

„მან დაკითხვისთანავე ითანამშრომლა გამოძიებასთან, სარეალიზაციოდ უკვე დადებული ნარკოტიკული საშუალებები ამოაღებინა შსს წარმომადგენლებს, საკუთარი მობილური ტელეფონი გადასცა სამართალდამცავებს, სადაც მის საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია ინახება. მან თავიდანვე, კატეგორიულად გამორიცხა საქმეში გიორგი გოგებაშვილის თანამონაწილეობა. ნაწილობრივი აღიარება სწორდ ამას ნიშნავს სწორედ, ნინომ განაცხადა, რომ დანაშაული ჯგუფურად არ ჩაუდენია. მას ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღებასთან ერთად, ედავებოდნენ ნარკოტიკული ნივთიერების გასაღებას და სწორედ ნარკოტიკების გასაღების ნაწილში გეგელაშვილმა თავი დამნაშავედ არ სცნო. დაუსახელა კონკრეტული გვარები და იგეგმება გარკვეული ინფორმაციების მიწოდება, რომლის დამუშავება უნდა მოხდეს"- აცხადებს დაკავებულის ადვოკატი.

მისივე თქმით, ბრალდების მხარე სპეციალურად აპელირებს გეგელაშვილისა და გოგებაშვილის ქორწინების საკითხზე, რადგან ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული ამ კავშირით გაამართლონ.

„მათ იციან, რომ ცოლ-ქმარს შორის მეტია ინფორმაციის მიღება და არა როცა ორ მეგობარზეა საუბარი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ ერთად ეცხოვრათ. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ თითქოს გიორგი ამუშავებს მას, მაგრამ ამოვიდეთ იმ გარემოებიდან, რომ ნინოს არცერთხელ არ შეუცვლია ჩვენება, გამოძიების არცერთ ეტაპზე. თავად გიორგიც ამბობს, რომ ნინოს საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდა“- აღნიშნა უფლებადამცველებმა.

მარიამ ფხალაძე აცხადებს, რომ გიორგი გოგებაშვილისა და ნინო გეგელაშვილის დაკავებას კავშირი არ აქვს 12 მაისს, თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან, რა დროსაც ნარკორეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს.

„აბსოლუტურად არანაირი შემხებლობა არ აქვს, ჩემი დაცვის ქვე მყოფების დაკავებას თბილისში 12 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან“- აღნიშნა ადვოკატმა.

მისი თქმით, ნინო გეგელაშვილის 5 წლის შვილი ბიულოგურმა მამამ რაიონში წაიყვანა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42