ქართველი სპორტსმენი პოლიციელები რეკორდული რაოდენობის მედლებით დაბრუნდნენ
სპორტი - 12:52, 12 Aug, 2013     973


ირლანდიაში, ქალაქ ბელფასტში გამართულ "მსოფლიო პოლიციის და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა"-ზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაკრებმა წელს, პირველად იასპარეზა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში 12 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიადაში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, მსოფლიოს 80 ქვეყნიდან ათასობით პოლიციელი სპორტის 70-მდე სახეობაში ასპარეზობდა. შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, წელს მათ საქართველოს შსს-ს თანამშრომლებიც შეურთდნენ.

ქართული დელეგაცია ოლიმპიადაზე 16 სპორტსმენით წარსდგა, რომლებსაც წარმატებული სპორტული კარიერა ჰქონდათ და დღემდე აქტიურად არიან ჩართული სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ქართველი პოლიციელები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, სპორტის 7 სახეობაში: ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ძალოსნობა, მკლავჭიდი, კრივი, სროლა, ცურვა – ასპარეზობდნენ.

შს სამინისტრო მომავალში "მსოფლიო პოლიციის და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა"-ზე სპორტის უფრო მეტ სახეობაში მონაწილეობას გეგმავს.

ოქროს მედალოსნები: ედუარდ იმერლიშვილი - კრივი, ზვიად ჩინჩალაძე - ძიუდო, ნოდარ მჭედლიშვილი – ძიუდო, ზაზა გულაშვილი –ძიუდო, გიორგი ბოლოთაშვილი – ძიუდო, იოსებ ხუციშვილი - თავისუფალი ჭიდაობა, , თენგიზ ედილაშვილი - მკლავჭიდი (2 მედალი), ვლადიმერ კობახიძე - მკლავჭიდი (2 მედალი), ლევან საგინაშვილი - მკლავჭიდი (2 მედალი);

ვერცხლის მედალოსნები: გიორგი ბერძენიშვილი - ცურვა (კროლი), უშანგი კუზანაშვილი - ძიუდო, ვასილ მინდორაშვილი -ძალოსნობა;

ბრინჯაოს მედალოსნები: ავთო მამალაძე - ძალოსნობა, გელა გელაშვილი -მკლავჭიდი;





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42