"გალერის" დაცვის სამსახურის უფროსის ადვოკატი ეჭვობს, რომ გაურკვეველი სახის ნივთიერება სამართალდამცველებმა დადეს
სამართალი - 13:29, 12 May, 2018     3289
კაფე გალერის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვიქტორ ჟამუტაშვილი, რომელიც გუშინ დააკავეს მისმა ადვოკატმა მოინახულა.

უფლებადამცველის თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს დაკავების დროს დაზიანებები აქვს მიღებული. როგორც ადვოკატმა ხათუნა ხურცილავამ წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავების ოქმში წერია, რომ კაფე "გალერის" დაცვის სამსახურის უფროსს ვიქტორ ჟამუტაშვილს 50 აბი ექსტაზი აღმოუჩინეს.

„მთელი ღამის განმავლობაში მიდიოდა ჩხრეკა, მოხდა ამოღება რაღაც ნივთიერების, რომელიც ჯერჯერობით დაუდგენელია, რა ნივთიერებაა. არის დერეფანი, დერეფნიდან გადიხარ ეზოში, იმ დერეფანში სველი წერტილებია. მე, პირადად, რამდენჯერმე გავიარე იმ ადგილზე და რაიმე ნარკოტიკი არ იყო და დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, ერთ-ერთი თანამშრომელი მეუბნება, რომ რაღაც ნივთიერება არის იატაკზე, რომელზეც შეიძლება, სამჯერ გადამევლო და აუცილებლად მე იმას შევამჩნევდი.

საფუძვლიანი ეჭვი მაქვს და ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებებს შევაგროვებ, როგორც დაცვის მხარე. რაც შეეხება რაიმე ნივთიერება, ვინმე კონკრეტული გალერის თანამშრომლისგან არ ამოღებულა. უბრალოდ, იქ იყო ძალიან ბევრი სტუმარი. როგორც თანამშრომლები ამბობენ, იქ არსებული რამდენიმე ნარკოტიკი შეიძლება, სტუმარმაც კი დააგდო,“ - აცხადებს ხათუნა ხურცილავა.

უფლებადამცველის თქმით, ერთ-ერთი დაკავებულის სახლში ჩხრეკა ჩატარდა და სამართალდამცველებს კანონსაწინააღდმეგო რაიმე ნივთიერება არ ამოუღიათ.

„იყენებს დუმილის უფლებას ამ ეტაპზე, ბრალი არ წარუდგენიათ და ჩამოვყალიბდებით და სიმართლის თქმას ბევრი არ სჭირდება. ამბობენ, რომ მას ამოუღეს ნარკოტიკული ნივთიერება. მე საქმის მასალები არ გადმომცემია, რომ სრულყოფილად შევისწავლო მასალა და მოგაწოდოთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. სახლში ჩატარდა ჩხრეკა და არანაირი კანონსაწინააღდმდეგო არ ამოუღიათ ნივთიერება. როგორც ვიცი, 21 მარტიდან მიდიოდა მიყურადება, თვალთვალი, ჩაწერა კაფე გალერიში,“ - განაცხადა ხათუნა ხურცილავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42