გუშინ გვიან ღამით თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 67 წლის მამაკაცი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბრალდებულმა 28 წლის მამალაცი კუთვნილი ცეცხლსაროლი იარაღიდან დაჭრა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1950 წელს დაბადებული გ.ც. თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, თავისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 1989 წელს დაბადებულ კ.გ.-ს სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს"- განავხადეს შს სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები






