წყაროს ცნობით, სამართალდამცავებმა გუშინ დაკავებული ბიზნესმენის, დავით ბერბერაშვილის სასტუმროც გაჩხრიკეს, სადაც გატაცებულ პირს მიაკვლიეს, რომელზეც ფულის გამოძალვის მიზნით ზეწოლა ხორციელდებოდა.
ჩვენი ინფორმაციით, ბერბერაშვილს და მის მეგობარს, ერთ-ერთი მოქალაქე ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს.
სპეცოპერაცია სწორედ აღნიშნული პირის განცხადების საფუძველზე დაიგეგმა.
მოქალაქე სამართალდამცავებისტვის მიცემულ ჩვენებაში ყვება, რომ ბერბერაშვილმა ის სასტუმროში დაიბარა ზეწოლას ახდენდა.
ჩვენებიდან ირკვევა, რომ ბიზნესმენი მოქალაქისგან 5 000 ამერიკულ დოლარს ითხოვდა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულები 25 წლის მამაკაცს მოკვლით ემუქრებოდნენ.
დაკავებულის ადვოკატმა დავით აბესაძე ამბობს, რომ ბერბერაშვილისთვის ბრალის წაყენება დღეს მოხდება.
„ბრალი წარდგენილი არ არის, არც საქმის მასალებს ვიცნობთ. თუმცა თანხის გამოძალვას არ ადასტურებს. საუბარია ე.წ დაზარალებულსა და ჩემს კლიენტს შორის პირად წყენაზე"- აცხადებს ადვოკატი.
შინაგან სამეთა სამინისტროში გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციის დეტალებზე განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა.
მასალის გამოყენების პირობები






