რატომ მიიჩნია არაეთიკურად სასამართლომ 4 სახის პრეზერვატივის რეკლამა - ,,აიისას“ საქმეზე მოსამართლის დასაბუთება
სამართალი - 20:30, 10 May, 2018     3433
4 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სამართალდამრღვევად ცნო „აიისა“-ს დამფუძნებელი, ინდ. მეწარმე ანი გაჩეჩილაძე და იგი 500 ლარით დააჯარიმა.

სამართალდარღვევის ოქმის განხილვისას, სასამართლომ, წარმოებულ პროდუქციაზე განთავსებული რეკლამა, რეკლამის წარმოების და მისი გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევად მიიჩნია. ინდ. მეწარმე სუბიექტი სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა, ასევე მეწარმეს აეკრძალა პროდუქტზე განთავსებული არაეთიკური რეკლამების - „სამეფო კარი თამარში“ (წარწერა და გამოსახულება), „ძლევაი საკვირველი“ (წარწერა და გამოსახულება), „ჩამოვკრავდი მარა ნათლისღებაა...“ (წარწერა), „მაკურთხებელი ხელი“ (გამოსახულება), გავრცელება/განთავსება (პროდუქტზე, სოციალურ ქსელში და სხვ.) და დაევალა გავრცელებული/განთავსებული არაეთიკური რეკლამების ამოღება საქართველოს სასაქონლო ბაზრიდან.

„სასამართლომ მიიჩნია, რომ პროდუქტზე განთავსებული წარწერები და გამოსახულებები არის არაეთიკური, რომელიც რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით, არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ასევე ხელყოფს რელიგიურ სიმბოლოებს" -აღნიშნულია საქალაქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ ასაბუთებს მოსამართლე ლაშა თავართქილაძის გადაწყვეტილებას და რატომ მიიჩნევს აღნიშნულ პოსტერებს არაეთიკურ რეკლამად. გთავაზობთ მოსამართლის დასაბუთებას:

წარწერა – “ჩამოვკრავდი, მარა ნათლისღებაა” - სასამართლოს განმარტება ასეთია:

“ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია, თორმეტ საუფლო საეკლესიო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი. სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესი და საეკლესიო პირველი საიდუმლო.”

“ძლევაჲ საკვირველი” და გამოსახულება - სასამართლოს განმარტება:

“დიდგორის ბრძოლა ანუ ძლევაჲ საკვირველი. დიდგორის ბრძოლას გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. ეს გამარჯვება დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის, ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოა. პროდუქტზე გამოსახულია სამეფო გვირგვინი, რომელიც ეროვნული ღირებულებების მატარებელია.”

“სამეფო კარი თამარში” და გამოსახულება - სასამართლოს განმარტება:

“თამარ მეფე იყო საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, ბაგრატიონთ სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარი ატარებდა ტიტულს: “მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი”, მართლმადიდებელმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა, მისი სახე საქართველოში არაერთ ფრესკაზე არის გამოსახული..”

გამოსახულება – “მაკურთხებელი ხელი” - სასამართლოს განმარტება:

“ხელის ჟესტიკულაცია, რომლის გამოყენება ხდება რელიგიური პირების მიერ. მაკურთხებელი ხელი გამოსახულია არაერთი წმინდანის ხატზე, ასევე მას იყენებენ სასულიერო პირები მრევლის კურთხევის მიზნით.”





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42