მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობა, მუქარა და ქურდობა - ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
სამართალი - 19:46, 10 May, 2018     2732

სასამართლომ ოჯახური ძალადობის, მუქარისა და ქურდობისთვის ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახური ძალადობის, მუქარისა და ქურდობისთვის ბრალდებული თ.ფ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით, 111-126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ და „კ“ ქვეპუნქტებით, 111-151 მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თ.ფ. 2014 წლიდან 2017 წლის 23 ნოემბრამდე არასრულწლოვან შვილს - ნ.ფ.-ს და ყოფილ მეუღლეს -მ.ა.-ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, სცემდა მათ და აყენებდა დაზიანებებს. იგი ასევე აშანტაჟებდა, ემუქრებოდა და ამცირებდა მათ, რის გამოც დაზარალებულები ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას განიცდიდნენ. 2017 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, თ.ფ. ყოფილ მეუღლეს დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რაც დაზარალებულმა რეალურად აღიქვა და მუქარის განხორციელების შიში გაუჩნდა.

სასამართლო პროცესზე ასევე დადგინდა, რომ თ.ფ.-მ ჩაიდინა ქურდობა. 2017 წლის ნოემბერში იგი ფარულად დაეუფლა მ.ო.-ს კუთვნილ, 670 ლარად ღირებულ სარეცხ მანქანას, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.

სამართალდამცველებმა თ.ფ. 2017 წლის 12 დეკემბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა", „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით, 111 - 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“, „კ“ ქვეპუნქტებით, 111-151 მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ოჯახური ძალადობა, მუქარა და ქურდობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ფ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა"- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42