ლანჩხუთში პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა
სამართალი - 18:58, 10 May, 2018     1953

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთში პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა. როგორც "ნიუპოსტს" შს სამინისტროდანნ აცნობეს, დეტექტივ-გამომძიებელი ზ.ი. ბრალდებულების მიერ ჩადენილ დანაშაულს იძიებდა, კერძოდ, ძმებმა რამდენიმე თვის წინ ლანჩხუთში კლინიკა „მედალფას“ ექიმი-ნევროპათოლოგი - მ.ბ. სცემეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძმები - 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ჩ. და 1990 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.ჩ., პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით, ლანჩხუთში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 10 მაისს ნ.ჩ. და ნ.ჩ. ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე, თავს დაესხნენ დეტექტივ-გამომძიებელს - ზ.ი.-ს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა დააკავეს. ზ.ი.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

გამოძიების ინფორმაციით, დეტექტივ-გამომძიებელი ზ.ი. ბრალდებულების მიერ ჩადენილ დანაშაულს იძიებდა, კერძოდ, ძმებმა რამდენიმე თვის წინ ლანჩხუთში კლინიკა „მედალფას“ ექიმი-ნევროპათოლოგი - მ.ბ. სცემეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჯგუფურად თავდასხმას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად იცავს როგორც მოქალაქეთა, ასევე, საკუთარი თანამშრომლების უფლებებს, ღირსებას და უსაფრთხოებას. უწყება პოლიციელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტზე, ისევე, როგორც სხვა სახის დანაშაულებზე, უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42