მისი თქმით, 27 წლის ქალმა, დაკავების მომენტიდანვე ითანამშრომლა გამოძიებასთან და რაიმე საშიშროება, რომ ხელს შეუშლის გამოძიებას არ არსებობს.
„იმ ფონზე რომ გეგელაშვილს 5 წლის შვილი ჰყავს, ბავშვს მამასთან არ აქვს კონტაქტი და მოზარდი პრაქტიკულად ქუჩაში დარჩა, სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მკაცრი იყო“, - განაცხადა ადვოკატმა.
ამასთან, მარიამ ფხალაძე აღნიშნავს, რომ გიორგი გოგებაშვილმა არაფერი იცოდა, რომ საბანკო ანგარიში მის პირადობაზე იყო მიბმული.
“ბრალდების მხარემ ამ საქმეში გოგებაშვილის ჩართულობაზე ასეთი არგუმენტი მოიყვანა, რომ სახლიდან ამოღებულია პირადობის მოწმობა, რომლითაც რეგისტრირებულია ონლაინ ტოტალიზატორების ანგარიშები და ამ ანგარიშებს მიბმული აქვს გოგებაშვილის სახელზე გაფორმებული ბარათი. ეს არგუმენტები ნამდვილად არ არის იმისთვის საკმარისი, რომ პირს არათუ აღკვეთის ღონისძიება შეეფარდოს, არამედ, ბრალიც კი წარედგინოს. საგულისხმოა ისიც, რომ ეს პირადობის მოწმობა გეგელაშვილის პირადი ნივთებიდანაა ამოღებული. საბანკო ანგარიშის მიბმაზეც გოგებაშვილმა არაფერი იცოდა და თავად გეგელაშვილმა თქვა ეს“, - აცხადებს ფხალაძე.
ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების საქმეზე დაკავებულებს - ნინო გეგელაშვილსა და გიორგი გოგებაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულებულების მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. კერძოდ, დაცვის მხარე ითხოვდა, რომ ბრალდებული გიორგი გოგებაშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო, ხოლო ნინო გეგელაშვილი 10- ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო.
ფოტო: "საზოგადოებრივი მაუწყებელი".
მასალის გამოყენების პირობები






