"გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად, თუ სად და როგორ ყიდულობდნენ თავად ბრალდებულები ნაკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს“- აცხადევს ირინე ჩოჩია.
პროკურორის განმარტებით, გამოძიების მეირ არაერთი მტკიცებულებაა მოპოვებული, რაც ნინო გეგელაშვილისა და გიორგი გოგებაშვილის ბრალეულობას ადასტურებს.
"მოპოვებულ მტკიცებულებებს შორისაა ინტერნეტტოტალიზატორების ანგარიშები, რომლებზეც პირები თანხებს რიცხავდნენ, რათა მიეღოთ ნარკოტიკული საშუალებები. ამ ტოტალიზატორებით სარგებლობდნენ, როგორც ნინო გეგელაშვილი, ასევე გიორგი გოგებაშვილი. ასევე საბანკო ანგარიშები, რომელზეც ხდებოდა თანხის ჩარიცხვა და შემდეგ განაღდება, გიორგი გოგებაშვილზეა რეგისტრირებული. ასევე, მოპოვებულია სატელეფონო საუბრების ჩანაწერები და ბრალდებულთა გადაადგილების ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს, რომ ორივე შეთანხმებულად მოქმედებდა"- აცხადებს პრპკურორი.
ფოტო: "პირველი არხი".
მასალის გამოყენების პირობები






