ტოტალიზატორებისა და საბანკო ანგარიშების სქემა რომლის მიხედვითაც ნარკოტიკების ინტერნეტით გამსაღებლები მოქმედებდნენ
სამართალი - 12:17, 10 May, 2018     10126
ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების საქმის პროკურორი, ირინე ჩოჩია აცხადებს, რომ ჩხრეკისას ამოღებულია ე.წ. ბიო, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნარკორეალიზატორები ჰეროინის ან სხვა ნარკოტიკული საშუალებების მარაგის შევსებასა და გასაღებას არ ახდენდნენ.

ბრალდების მხარე დაკავებულების ბრალეულობაში დარწმუნებულია და აღნიშნავს, რომ გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, რაც ნინო გეგელაშვილისა და გიორგი გოგებაშვილის ბრალეულობას ადასტურებს.

"ნინო გეგელაშვილი და გიორგი გოგებაშვილი ჯგუფურად, ერთმანეთთან შეთანხმებით ახორციელებდნენ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა-შენახვას და შემდგომში გასაღებას.

მოპოვებულ მტკიცებულებებს შორისაა ინტერნეტტოტალიზატორების ანგარიშები, რომლებზეც პირები თანხებს რიცხავდნენ, რათა მიეღოთ ნარკოტიკული საშუალებები. ამ ტოტალიზატორებით სარგებლობდნენ, როგორც ნინო გეგელაშვილი, ასევე გიორგი გოგებაშვილი. ასევე საბანკო ანგარიშები, რომელზეც ხდებოდა თანხის ჩარიცხვა და შემდეგ განაღდება, გიორგი გოგებაშვილზეა რეგისტრირებული. ასევე, მოპოვებულია სატელეფონო საუბრების ჩანაწერები და ბრალდებულთა გადაადგილების ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს, რომ ორივე შეთანხმებულად მოქმედებდა.

პირველი საკონტროლო შესყიდვისას შეძენილია ნარკოტიკული სშუალება ჰეროინი, მეორე შესყიდვისას მოხდა ბურენოფინის შემცველი აბისა და ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა. ბრალდებულების დაკავებისას, კი ნინო გეგელაშვილის პირადი ჩხრეკისას და მანქანის ჩხრეკისას, პოლიციამ ამოიღო ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებები, 20 პაკეტად დაფასოებული და ასევე 20 სხვადასხვა მისამართიდან ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული ახალი ფსქოტროპული ნივთიერებები“, - აცხადებს ირინე ჩოჩია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42