პარფიუმის ყველა სახეობა ძირითადად შედგება არომატული კონცენტრატის, წყლისა და სპირტისგან. მთავარი განსხვავება მდგომარობს ამ სამი კომპონენტის თანაფარდობაში. სუნამო, პარფიუმის წყალი და ოდეკოლონი ერთმანეთისგან სწორედ ამ პარამეტრით განსხვავდებიან.
1. სუნამო (Parfum)
ყველაზე კონცენტრირებული და მდგრადი სახეობაა. ეთერზეთების შემცველობა დაახლოებით 20-30%-ია, ასეთი არომატი სხეულზე 6 საათზე მეტხანს ჩერდება, ქსოვილზე კი 24 საათზე მეტხანს. ნამდვილი სუნამო მაღალი დონის პარფიუმერიას მიეკკუთვნება და არც ისე იაფი ღირს.
ერთ-ერთი ძირითადო განსხვავება სუნამოებსა და სხვა პარფიუმერიას შორის. არის მკაფიოდ გამოხატული დამაბოლოებელი ნოტები, ე.წ შლეიფი. თერზეთების მაღალი კონცენტრაციის წყალობით, სუნამოს აქვს უნარი თანდათან გაიხსნას, ანუ მისი არომატი დროდადრო იცვლება. პირველ წუთებში მას სხვანაირი სურნელი აქვს შემდეგ კი კომპოზიცია იცვლება და სურნელიც სხვანაირია.
სუნამოს გამოყენება რეკომენდებულია საღამოს და წელიწადის ცივ დროს. უმჯობესია თუ დილის საათებში ან ცხელ ამინდში არ გამოიყენებთ, რაც მის სიმძაფრეს და მძიმე არომატს გააძლიერებს. სუნამო - ნამდვილად არაა ყოველდღიური ვარიანტი.
2.პარფიუმის წყალი (Eau De Parfum)

არომატული ნივთიერებების კონცენტრაცია პარფიუმის წყალში შედარებით დაბალია - დაახლოებით 15–20 %. არომატი ნარჩუნდება კანზე 4 საათის განმავლობაში, ხოლო ქსოვილზე 24 საათამდე. სუნამოსგან განსხვავებით, მისი გამოყენება დღის ნებისმიერ პერიოდშია რეკომენდირებული. პარფიუმის წყალს დღის სუნამოსაც უწოდებენ.
პარფიუმის წყალში უფრო მეტად გამოხატულია არომატის “გული", სამაგიეროდ ე.წ. შლეიფი შედარებით სუსტია. ამ სახის პარფიუმერია დიდი ხნით ვერ ინარჩუნებს არომატს. არ იფიქროთ, რომ თუ უხვად იპკურებთ ამით არომატს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებთ, ეს მხოლოდ სურნელს გაამძაფრებს, დღის სუნამო კი ასეთი არ უნდა იყოს.
3. ტუალეტის წყალი (Eau De Toilette)

ტუალეტის წყალი შედარებით მსუბუქია, მასში ყველაზე უკეთ ზედა და შუა ნოტები შეიგრძნობა, შლეიფი კი პრაქტიკულად არ აქვს. არომატული ნივთიერებების კონცენტრაცია მასში 7–10 %-ია. ისევე როგორც პარფიუმის წყალი, ტუალეტის წყალი მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეგიძლიათ გამოიყენოთ , ამასთან ის მშვენივრად ესადაგება აქტიურ დასვენებას და ცხელ დღეებს. მისი მდგრადობა რამდენადმე დაბალია, სამაგიეროდ არომატი უფრო მსუბუქი აქვს და ამის გამო ყველაზე მეტადაა გავრცელებული.
4. ოდეკოლონი(Eau De Cologne)
ოდეკოლონში ზეთების შემცველობა მხოლოდ 3-5%-ია, ამიტომ არომატი კანზე მხოლოდ 2 საათით რჩება, ქსოვილზე კი 24 საათზე ნაკლებ პერიოდში. ის პარფიუმის ყველაზე მსუბუქი სახეა და ძირითადად მამაკაცები იყენებენ.
თვისებებით ის ტუალეტის წყალს გავს. ოდეკოლონის გამჟღავნების ყველა ფაზა ერთშია მოქცეული. ოდეკოლონის სურნელი - სუნამოს არომატის გამჟღავნების მე-3 სტადიას უახლოვდება, თუმცა ოდეკოლონში სპირტის სუნი უფრო მძაფრადაა გამოხატული. ოდეკოლონს უწოდებენ მამაკაცთა პარფიუმის ნებისმიერ თუმცა ეს მცდარი წარმოდგენაა.
5. ფრეში (Eau Fraiche)

ფრეშში არომატული კომპონენტების შემცველობა 1-3%-ია. არომატი სხეულზე ერთ საათზე ნაკლები დროით ნარჩუინდება . მისი განსაკუთრებული ნიშანია- ქორფა ციტრუსის სუნი. ფრეშის გამოყენება მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ, მათ შორის ვარჯიშის დროსაც.
მასალის გამოყენების პირობები






