როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
"7 მაისს თბილისის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოში შევიდა შეტყობინება 2004 წელს დაბადებული გოგონას გაუჩინარების შესახებ, სამართალდამცავებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, აგრეთვე მუქარით, ძალადობით ან იძულების სხვა ფორმით, მოტაცებით, შანტაჟით, თაღლითობით, მოტყუებით, უმწეო მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, საზღაურის ანდა სარგებლის მიცემის ან მიღების გზით იმ პირის თანხმობის მისაღწევად, რომელსაც სხვა პირზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ადამიანის გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება,ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება ანდა მიღება ექსპლუატაციის მიზნით გულისხმობს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე,თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ერთი წლის ვადით.
მასალის გამოყენების პირობები






