ბრიტანეთის ყოფილი ელჩი: „ბრიტანეთის მთავრობის მითითებით, საქართველოს მთავრობას ვეუბნებოდი, რომ „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლა შეეწყვიტა!“
სამართალი - 10:05, 05 May, 2018     1949
თბილისის საქალაქო სასამართლოს, სადაც ტელეკომპანია „იბერიას“ საქმის განხილვა ორი წელია მიმდინარეობს, ჩვენება ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, დონალდ მაკლარენმა მისცა.

როგორც მოგვიანებით დიპლომატმა ინტერვიუში აღნიშნა, 2004 წელს, პრეზიდენტ სააკაშვილთან, პრემიერ ზურაბ ჟვანიასა და იუსტიციის მაშინდელ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან „ომეგა ჯგუფზე“ უკანონო ქმდებების აღკვეთის მიზნით, აქტიურ კონსულტაციებს ბრიტანეთის მთავრობის დავალებით აწარმოებდა.

„მოხარული ვარ, რომ სასამართლოში მოწმედ დამიძახეს იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა როგორც საქართველოს მართლმსაჯულებისთვის, ასევე, - ბიზნესგარემოსა და ეკონომიკისთვის. ვფიქრობ, 2004 წლის მოვლენები წარმოადგენს მაშინდელი სამთავრობო ქმედების კონკრეტულ დონეს. იმ დროს ელჩი ვიყავი, აქ 2004 წელს ჩამოვედი, სამი წელი დავრჩი და თვალყურს ვადევნებდი მაშინდელ მოვლენათა განვითარებას.

2004 წელს ძალიან ბევრი რამ მოხდა არასწორად: ვნახეთ ზეწოლა ბიზნესზე, ვნახეთ მთავრობის ცუდი ქმედებები, ჩვენ ვნახეთ ძალადობა. მე ამის მოწმე ვარ და მომეცა საშუალება, ვთქვა ის, რაშიც მე ვიყავი ჩართული.

ჩემი მთავრობის მხრიდან ვიღებდი მითითებებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობას ვეუბნებოდი, რომ აღნიშნული ქმედებები უნდა შეეწყვიტა. კერძოდ, საუბარია ქარხანაში განვითარებულ რეიდებზე, თანამშრომლებზე განხორციელებულ ზეწოლაზე, იარაღისა და ნიღბების გამოყენებაზე. ეს იყო აღმაშფოთებელი ქმედებები მაშინდელი მთავრობის მხრიდან. სწორია, რომ ახლა ამ საქმეების გახსენება და სათნადო მოკვლევა ხდება პროკურატურის მიერ, თუმცა საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ამ საქმის აქამდე მოყვანას.

ვიმედოვნებ, რომ დიდი საქმის განხილვაც მალე დაიწყება, ანუ არა მხოლოდ ტელეკომპანია „იბერიას“ საქმის, არამედ, იმ მოვლენებისაც, რაც მთლიანად „ომეგა ჯგუფს“ ეხება და იმედია, რომ ეს პროცესი დიდი ხნით არ გადაიდება“, - აღნიშნა ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა საქართველოში დონალდ მაკლარენმა ვრცელ ინტერვიუში, რომელიც მან ტელეკომპანია „იბერიას“ მისცა.

შეგახსენებთ: მთავარმა პროკურატურამ „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის საქმეზე გამოძიება 2013 წელს დაიწყო, თუმცა ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, რომელსაც მთავარი საგამოძიებო უწყება სამი წელი იძიებდა. ამ ხნის განმავლობაში არაერთი მოწმე დაიკითხა, გამოძებას ჩვენებები „ომეგა ჯგუფის“ და, შესაბამისად, ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლებმაც მისცეს. „იბერიას“ საქმე განსახილველად სასამართლოს 2016 წლის ზაფხულში გადაეცა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოშ სასამრთლო პროცესები ჭინურდება და თითქმის 2 წელია მიმდინარეობს.

„ომეგა ჯგუფის“ საქმის გამოძიება კი მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე გრძელდება.

„იბერიას“ ლიცენზია 2013 წელს მოდიფიცირებული სახით (სპეციალიზირებული/გასართობი) დაუბრუნდა. ტელევიზია ეთერში ორი წლის წინ, საერთო მაუწყებლობით დაბრუნდა.

„იბერიას” საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 17 მასისს განახლდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42