ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა
სამართალი - 15:15, 04 May, 2018     2144
ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა - ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

"2018 წლის 2 მაისს საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტზე გ.ჩ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 108-ე მუხლითა და 19.109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 21 მარტს დაახლოებით 13:30 საათზე განზრახი დანაშაულისთვის სამჯერ ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ჩ. მივიდა ქ, თბილისში ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩაზე მცხოვრებ ნ.კ.-სთან და განზრახ მოკვლის მიზნით, მაყუჩიანი „ბერეტას“ და „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტებიდან ესროლა ნ.კ.-ს და ამავე ოჯახის დამხმარე ქალს - თ.ბ.-ს, რომელიც მისთვის ხელის შეშლას ცდილობდა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ნ.კ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თ.ბ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

2018 წლის 3 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიმალვაში მყოფ გ.ჩ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. გ.ჩ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42