მოსამართლემ დაადგინა , რომ „აიისა“ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის რელიგიურ გრძნობებს ლახავს. კომპანია 500 ლარით დააჯარიმა და პროდუქციის ამოსაღებად ერთიკვირიანი ვადა მისცა. საქმე ეხება პრეზერვატივის ორ შეფუთვას, სადაც თამარ მეფის გამოსახულება და ორთითზეწამოცმული პრეზერვატივია აღბეჭდილი.
კომპანიის მფლობელი ანანია გაჩეჩილაძე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
„მე მქონდა ჩვენ სასარგებლოდ დადებითი გადაწყვეტილების გამოტანის იმედი, თუმცა დრევანდელმა განაჩენმა აჩვენა, რომ ეს არის თანამედროვე ცენზურის თვალსაჩინო მაგალითი. ამას გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ და ნებისმიერ შემთხვევაში ამ საქმეს მივიყვანთ აუცილებლად საკონსტიტუციო დონეზეც და გამოხატვის თავისუფლების ნებიმიერი მიმართულებით ჩვენ მივაღწევტ შედეგს, რომ მსგავსი სუბიექტური ქმედებებიდან გამომდინარე არ იყოს შეზღუდული ჩემი და სხვა კომპანიების უფლებები.“- განაცხადა ანანია გაჩეჩილაძემ.
გიორგი მშვენიერაძის თქმით,რომელიც სასამართლო პროცესზე ანანია გაჩეჩილაძის ინტერესებს იცავდა, დღევანდელი გადაწყვეტილება არის დაბრუნება ინკვიზიციასთან და კონსტიტუცია იქცა ფარატინა ქაღალდად. როგორც მშვენიერაძე აცხადებს გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით მსგავსი საშიში პრეცედენტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ ყოფილა.
მასალის გამოყენების პირობები






