"რატომ არ დაეხმარა, როცა ბავშვები ერთმანეთს ხოცავდნენ?! მოწმემ დაადასტურა, რომ წითელი "ჯიპის" პატრონმა ბავშვები მიატოვა და გაიქცა"
სამართალი - 11:22, 01 May, 2018     4803
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ სასამართლოს წინაშე დაკითხულმა მოწმემ „დაადასტურა, რომ წითელი "ჯიპის" პატრონმა ბავშვები მიატოვა და გაიქცა".

სარალიძე პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მიუხედავად მოწმის განცხადებისა, ბრალდების მხარეს ამ გარემოებაზე ყურადღება არ გაუმახვილებია და რეაგირება არ მოუხდენია.

"ის ადამიანი უკვე დაკითხულია და ამბობს, არ შემიმჩნევია ჩხუბიო, მოწმემ კი დაადასტურა, რომ ის ყველაფერს ნათლად ხედავდა. ის ადამიანი იქ რომ იდგა, ლევანი დადუნაშვილი დაჭრილიც არ იყო, შეეძლო ხელი შეეშალა და ლევანიც არ მომკვდარიყო. შეიძლება ჩემს შვილს ფარდულში ვერ ხედავდა, მაგრამ ლევანს ნათლად ხედავდა, დანა როგორ დაარტყეს. ეს ადამიანი იმ შენობაში არსებულ ოფისში მძღოლად მუშაობს. ეს მეორე მოწმეა, რომელმაც შემთხვევის ადგილზე იმ "ჯიპის" ყოფნა დაადასტურა და პროკურატურის მხრიდან რატომ არ არის რეაგირება, ვერ ვხვდები.

ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რატომ არ დაეხმარა, როცა ბავშვები ერთმანეთს ხოცავდნენ. ყველაფერს შეხედა თავიდან ბოლომდე, იცის ვუნ დაარტყა დანა, მაგრამ ვიღაცის ეშინია. ეს ადამიანი როცა იკითხებოდა, იმდენად დაბნეული და შეშინებული იყო, თვალს თვალში ვერ მისწორებდა. მაშინვე შევატყვე რომ რაღაც იცოდა და მალავდა", - განაცხადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42