აფეთქება კრწანისში - შსს-მ ორი მოქალაქის დაშავების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
სამართალი - 10:37, 30 Apr, 2018     1913
მიმდინარე წლის 29 აპრილს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს პოლიგონზე ორი მოქალაქე - 1994 წელს დაბადებული ე.მ. და 1987 წელს დაბადებული ი.გ. დაშავდა.
შეტყობინების საფუძველზე დაწყებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორმა სამოქალაქო პირმა, ამკრაძალავი ნიშნების მიუხედავად, პოლიგონის ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს, სადაც იპოვეს მცირე ზომის მეტალის ნივთი, სავარაუდოდ ჭურვი, რომელიც ერთ-ერთმა მათგანმა იქვე მოისროლა, რა დროსაც ეს ნივთი აფეთქდა. შედეგადაც ორივე მათგანმა მიიღო სხეულის დაზიანება. ორივე დაშავებული მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ყაყიჩაშვილმა, გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ცენტრის პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტის შესახებ განაცხადა: „ფაქტის შედეგად დაშავებული ორივე მოქალაქე სამედიცინო დაწესებულება „ნიუჰოსპტალში“ იმყოფება და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთაგან ერთ-ერთს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. არც ერთი დაშავებული პოლიციელი არ არის, ისინი სამოქალაქო პირები არიან. მათ ფეხისა და მუცლის არეში აღენიშნებათ დაზიანებები. რაც შეეხება თავად ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ცენტრის პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მოქალაქე სოკოს შესაგროვებლად იმყოფებოდა, როგორც ეს თავად აღნიშნეს. შეგროვების დროს მათ მეტალის ნივთი იპოვეს, რომელიც ერთ-ერთმა მათგანმა მოისროლა, რის შედეგადაც აღნიშნული ნივთიაფეთქდა. ტერიტორია არის დაცული, განთავსებულია ბანერები, სადაც მითითებულია, რომ იქ შესვლა აკრძალულია. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აფეთქების დროს მიმდინარეობდა წვრთნები და დაშავებულები იყვნენ პოლიციელები, სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოპერატიულად იმუშავეს და დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც სასწრაფოდ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით რადგან გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყველგან არის ნიშნები და ბანერები, რომ ტერიტორია არის დაცული და რომ შესვლა აკრძალულია“ - განაცხადა გიორგი ყაყიჩაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42