"პიქსელის" შენობასთან, ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
სამართალი - 19:15, 27 Apr, 2018     2749
სასამართლომ მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული შ.ტ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 19, 108-ე მუხლით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 11:15 საათზე, ქ.თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი N34-ში მდებარე შპს „პიქსელ მენეჯმენტის“ შენობის მთავარ შესასვლელთან, შ.ტ. - მ ეჭვიანობის ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მეუღლეს თ.ტ. - ს დანით გულმკერდის, მუცლისა და ზურგის არეში მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად თ.ტ. - ს გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა შ.ტ. 2017 წლის 8 სექტემბერს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 19, 108-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შ.ტ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42