პროკურატურა მურთაზ ზოდელავას გამოკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 18:12, 27 Apr, 2018     3230
საქართველოს პროკურატურა მურთაზ ზოდელავას გამოკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დღეს მოწმის სახით გამოიკითხა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი მ.ზ. გამოძიების მიერ დასმული კითხვები უკავშირდებოდა 2007 წლის 7 ნოემბერს, „ტელეიმედის“ მაუწყებლობის გათიშვის ხელოვნური საფუძვლის შესაქმნელად, სხვადასხვა სამართალდამცავი უწყებების თანამდებობის პირთა და წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების საქმიანობაში განხორციელებულ უკანონო ჩარევის ფაქტებს, რომელთა შედეგადაც „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და „ტელეიმედს“ 2007 წლის 8 ნოემბრის თარიღით შეუჩერა სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედება. გარდა ზემოაღნიშნულისა, გამოძიების კითხვები შეეხებოდა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის იმჟამინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის მქონე პირების დავალებით, მათ დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეების მიერ განხორციელებული ზეწოლითა და სახელმწიფო რესურსების არაკანონიერად გამოყენებით, გარდაცვლილ ბადრი პატარკაციშვილის ყველა ძირითადი ქონების, მათ შორის 2008 წლის 19 თებერვალს, „ტელეიმედისა“ და „რადიოიმედის“, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების კონტროლს ქვეშ უკანონოდ გადასვლის ფაქტებს. შეგახსენებთ, რომ მ.ზ. 2007 წლის 7-8 ნოემბერს მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის იურიდიული სამმართველოს უფროსის, ხოლო 2008 წლის 19 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობებზე.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“ - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42