არსებობს რამდენიმე წესი, რომელსაც ტკივილის შემსუბუქება და სრულიად გაქრობაც შეუძლია.
მიირთვით მცენარეული ჩაი - ეს არის ჩაი, რომელსაც ადამიანები საუკუნეების განმავლობაში იღებდნენ სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის მიზნით. მეცნიერების მტკიცებით, გვირილის ჩაის აქვს სხვა მცენარეულ ჩაისთან შედარებით უპირატესობა. ის შეიცავს გლიცინს, რომელიც კუნთების სპაზმს ხსნის და ორგანიზმს განტვირთვაში ეხმარება.
დაკავდით სექსით - მენსტრუალური ციკლის დროს ტკივილის შესამსუბუქებლად სექსი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. სექსი აძლიერებს თქვენს ორგანიზმს, გიხსნით ტკივილს.
მუცელზე დაიდეთ რაიმე თბილი - ინგლისელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თბილი ტემპერატურა ამცირებს ტკივილს. კვლევის ხელმძღვანელი, ექიმი კინგი ამბობს, რომ მაქსიმუმ 40 გრადუსამდე ტემპერატურა ხელს უწყობს ორგანიზმში სისხლის უკეთ მიმოქცევას, რის გამოც ტკივილი მცირდება.
ძილი - ექსპერტები გვირჩევენ, რომ მენსტრუალური ციკლის დროს დავწვეთ ნაყოფის პოზაში. ასე ტკივილი მცირდება და მშვიდი ძილის საშუალება გვეძლევა.
გაიკეთეთ მუცლის არეში მასაჟი ეთერზეთების გამოყენებით - კვლევა ამტკიცებს, რომ ეთერზეთებით მუცლის არეში მასაჟი ამცირებს ტკივილს. წაისვით ეთერზეთი და ხელის ნაზი და წრიული მოძრაობით დაიმუშავეთ. ნახავთ, ტკივილი შემცირდება.
ვიტამინები და მინერალები - კიდევ ერთი გზა მენსტრუალური ციკლის დროს ტკივილის დასამარცხებლად ვიტამინებისა და მინერალების მიღებაა. მიირთვით კალციუმით, D ვიტამინით, ომეგა 3-ით, მაგნიუმითა და E ვიტამინით მდიდარი საკვები.
ვარჯიში - ზოგიერთი ქალი ფიქრობს, რომ ვარჯიში მენსტრუალური ციკლის დროს სახიფათოა, თუმცა ეს მხოლოდ მითია. ვარჯიშის დროს გამოიყოფა ენდორფინი, რომელიც ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას და აუმჯობესებს განწყობას.
ჰიდრატაცია - შესაძლოა, უცნაურად ჟღერს, მაგრამ დამტკიცებულია, რომ ბევრი წყლის მიღება მენსტრუალური ციკლის დროს, ამცირებს ტკივილს. თუმცა არ უნდა მიიღოთ ძალიან ცივი წყალი. ეფექტი მაშინ ექნება ბევრი წყლის მიღებას, თუ ის ოდნავ თბილი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






