"ბოროტმოქმედებმა ალიოღლები სასტიკად აწამეს, ოჯახიდან წაღებული ძვირფასეულობა კი ოქროს ბიერჟაზე გასაყიდად გაიტანეს"- ვინ დააკავა შსს-მ
სამართალი - 10:53, 25 Apr, 2018     2651
კასპში მომხდარი საზარელი ყაჩაღობის შესახებ ახალი დეტაები ხდება ცნობილი.

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან სამეთა სამინისტროდან აცნობეს, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი - 49 წლის ჯ. ფ. და 32 წლის ზ. ბ. სოფელ აღაიანში დააკავეს.
ალიოღლების ოჯახს ავტომატებითა და დანებით შეიარაღებული ბოროტმოქმედები 24 აპრილს 11 საათზე თავს დაესხნენ.

ნიღბიანები ფიზიკურად გაუსწორდნენ ოჯახის დიასახლისსაც. ის ჯერ სცემეს, შემდეგ კი დანით ჭრილობები სახეზე მიაყენეს.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც ირკვევა, პოლიცია დამნაშავეებზე "ოქროს ბირჟაში" ჩაბარებული ოქროს ნივთების ჩაბარების შემდეგ გავიდა.

"შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1969 წელს დაბადებული ჯ. ფ. და 1986 წელს დაბადებული ზ. ბ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე სოფელ აღაიანში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის 24 აპრილს, კასპის რაიონის სოფელ ფერმაში, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს, იარაღის მუქარითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ფული, ოქროს სამკაულები და სხვა ნივთები გასტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გატაცებული ოქროს სამკაულები თბილისში მდებარე ერთ-ერთი „ოქროს ბირჟიდან“ ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას კი ყაჩაღობის შედეგად წაღებული ნივთების ნაწილი ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ამოღებულია ჯ. ფ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება და გადაჭრილი სანადირო.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის აქტზებზე მიმდინარეობს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 260 - მუხლით მიმდინარეობს"- აცხადებენ შს სამინისტროში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42