"როგორც ამ წუთას მაცნობებენ, გიორგი უდესიანის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ინტერპოლიდან ოფიციალურად მიიღო წერილი გიორგი უდესიანის ინტერპოლით ძებნაზე უარის თაობაზე.
ხოლო შარშან ამ დროს ევროპულმა სასამართლომ გიორგი უდესიანის საქართველოში ექსტრადირებაზე თქვა უარი,"- წერს სოციალურ ქსელში გია უდესიანის და, ნატო უდესიანი.
გია უდესიანის სისხლის სამართლებრივი დევნა 2016 წლის მაისში დაიწყო. საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, 2011 წელს, როდესაც ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული ბესიკ ხარძიანი გლდანის ციხეში იმყოფებოდა, უდესიანი დაუკავშირდა ციხის მაშინდელ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს და დაავალა, რომ ხარძიანს იძულებით დაეთმო მისი და ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ბიზნესწილები. საუბარია წილებზე “კუს ტბა კალასა” და “კუს ტბა კალასში”. პროკურატურის განცხადების თანახმად, ხარძიანს ეს წილები წამებითა და იძულებით დაათმობინეს.


მასალის გამოყენების პირობები






