თბილისში ფსიქოტროპულ აფთიაქს თავს დაესხნენ - დაჭრილია ფარმაცევტი
სამართალი - 11:23, 24 Apr, 2018     3100
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფსიქოტროპული აფთიაქის დაყაჩაღების ბრალდებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1976 წელს დაბადებული ა.ტ. და 1987 წელს დაბადებული გ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 23 აპრილს თბილისში, ი.ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ფსიქოტროპული აფთიაქის გამყიდველს ცივი იარაღის მუქარით, თანხა და პირადი ნივთები გასტაცეს. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ქალს მსუბუქი ჭრილობა მიაყენა. დაშავებულს კლინიკაში სამედიცინო დახმარება გაეწია და სახლში გაწერეს.

სამართალდამცველებმა ა.ტ. და გ.შ. კახეთის გზატკეცილზე დააკავეს. გ.შ.-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, პოლიციამ ნაყაჩაღარი ნივთები: თანხის ნაწილი, აფთიაქის თანამშრომლის მართვის მოწმობა, მის სახელზე რეგისტრირებული ბარათები, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღი და ის ტანსაცმელი ამოიღო, რომელიც დაკავებულებს ყაჩაღობის დროს ეცვათ. გამოძიება საქართველოს სსკ-ის მუხლის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42