"დიდი ზომის დანით მივაყენე მრავლობითი ჭრილობა, იატაკზე გავახოხე აბაზანისკენ..." - ბრალდებული გერის მკვლელობის დეტალებზე საუბრობს
სამართალი - 10:59, 23 Apr, 2018     15794
გერის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხვია ბაქრაძე, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის დეტალებს სამართალდამცევებისთვის მიცებულ ჩვენებაში ჰყვება, რომელიც "კვირის პალიტრამ " მოიპოვა.

„ციხიდან გამოვედი 2017 წლის 25 მაისს, გათავისუფლების შემდეგ საცხოვრებლად წავედი ჩემს ქალიშვილთან, ლიკასთან. ნათელას მობილურზე სმს გავუგზავნე, რომ მინდოდა მისი ნახვა. შევხვდი, გადავწყვიტეთ ისევ ერთად ცხოვრება, ის მაშინ ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა... როცა რამდენიმე დღით ბრუნდებოდა თბილისში, ჩემთან ნაქირავებ ბინაში მოდიოდა და მილაგებდა ყველაფერს, ბინა შინდისის ქუჩაზე მქონდა ნაქირავები. როდესაც ჩემთან რჩებოდა, მეუბნებოდა, რომ ჩემთან ურთიერთობას უშლიდა მისი უფროსი ქალიშვილი თამარი, თუ რა მოტივით, არ ვიცი. მიუხედავად თამარის ასეთი წინააღმდეგობისა, ჩვენ ისევ დავიწყეთ თანაცხოვრება და საცხოვრებლად გადავედით სოლოლაკში. თამარი და თათია ცხოვრობდნენ ნაქირავებ ბინაში თამარის ბავშვებთან ერთად. ჩვენ ხშირად ავდიოდით ბარნოვზეც, მაგრამ იქ არასოდეს დამხვედრია თამარი...

13 აპრილს, გადავწყვიტე პირისპირ მენახა თამარი და საბოლოოდ გამერკვია, რატომ იყო ჩემი და ნათელას ურთიერთობის წინააღმდეგი. ასევე ვიცოდი, რომ ნათელა გვიანობამდე იქნებოდა სამსახურში, ხოლო სახლში მარტო უნდა ყოფილიყო თამარი.

13 აპრილს, დაახლოებით 19 საათი იქნებოდა, როდესაც გავაჩერე მანქანა ე.წ. მრგვალ ბაღთან და ფეხით გადავედი მათ სახლში. კარები ღია დამხვდა. შევედი და დავრწმუნდი, რომ არავინ იყო. გავაღე მაცივარი, გამოვიღე საჭმელი და არაყი. დავლიე რამდენიმე ჭიქა და გამოვედი სახლიდან. წავედი ტაქსით კოსტავას ქუჩისკენ, რადგან მანქანაში აღარ მქონდა ბენზინი. შევირბინე "გალფის" ბენზინგასამართ სადგურზე, შევიძინე საწვავი და ტაქსით ამოვედი ისევ ბარნოვის ქუჩაზე, ისევ თამარის სანახავად. ისევ არ დამხვდა...

გამახსენდა, რომ ნათელას ეცვა შარვლები, რომელიც მე არ მსიამოვნებდა, ავიღე სამზარეულოდან დანა და დავჭერი. ვინაიდან ზოგი შარვალი არ დაიჭრა, ჩავედი ისევ მანქანაში, ავიღე იქიდან დიდი ზომის დანა, ისევ დავბრუნდი სახლში და დავჭერი დარჩენილი შარვლები და ტუფლები, რაზეც შემდეგ ზემოდან დავასხი 2-ლიტრიანი ბოთლიდან ბენზინი და გადავწყვიტე მათი დაწვა, მაგრამ მალევე გადავიფიქრე. გადავწყვიტე დაწყნარება და ჩავჯექი კრესლოში, რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდნენ თამარი და მისი ბავშვები. მივესალმე. მან მითხრა, რატომ შემაშინეო, შემდეგ ატეხა ყვირილი და გაიქცა ფანჯრისკენ. ვუთხარი, გაჩუმებულიყო, რადგან მსურდა მასთან ურთიერთობის მოწესრიგება, რადგან იგი უშლიდა ნათელას ჩემთან ურთიერთობას. თამარმა თხოვა თავის შვილებს და მეც ვთხოვე, ბავშვები ცალკე ოთახში შეეყვანა. მათ ვუთხარი, რომ ვიყავი ლიკას შვილების ბაბუა და არ შეშინებოდათ. თამარმა ამის შემდეგ ისინი შეიყვანა ოთახში და მიხურეს კარები, რის შემდეგაც ისევ ყვირილით გაიქცა შემოსასვლელი კარისკენ. ამის დანახვაზე გავეკიდე და დავეწიე, მანქანიდან ამოტანილი დიდი ზომის დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მივაყენე მრავლობითი ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ადგილზევე. ვინაიდან არ მინდოდა დაენახათ ბავშვებს მოკლული თამარი, იატაკზე გავახოხე აბაზანისკენ...“, - აღნიშნავს ჩვენებაში ბრალდებული.

25 წლის თამარ გამრეკელაშვილს 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზეს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42