თემირლან მაჩალიკაშვილის მამის შესახებ სუს-ში ჩვენებები დევს - რატომ ემუქრებოდა პანკისში ჩასული გოგაშვილი მოკლულის ოჯახს (ვიდეო)
სამართალი - 21:27, 21 Apr, 2018     4192

"კურიერის" ინფორმაციით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩვენებები დევს.

როგორც "შაბათის კურიერში" გასული სიუჟეტიდან ირკვევა, ტერორიზმში ბრალდებული ერთ-ერთ პირი, რომელიც გლდანის ციხეში იმყოფება, მაჩალიკაშვილს ტერორისტებთან კავშირში ადანაშაულებს. გამოძიებასთან ბადურ ჩოფანაშვილმა ითანამშრომლა.

კურიერის ცნობით, საქმის მასალებში დევს იმ საბანკო ანგარიშის მონაცემებიც, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილს ეკუთვნის.

ბადურ ჩოფანაშვილის მტკიცებით, ჩატაევის თანამზრახველებს ამ ანგარიშზე მაჩალიკაშვილისთვის 10 ათასი დოლარი უნდა ჩაერიცხათ, შემდეგ კი ეს ფული ინტერპოლით ძებნილ პირებს უნდა მოხმარებოდა.

არსებობს თუ არა მტკიცებულებები მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს, თუმცა, ვახტანგ გომელაური მაჩალიკაშვილის მოწმის სტატუსით გამოკითხვას გამოძიების ეტაპზე არ გამორიცხავს.

თავად მალხაზ მაჩალიკაშვილს კი ეჭვი აქვს, რომ მის გასაჩუმებლად მის წინააღმდეგ საქმეს კერავენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამტკიცებს, რომ მათ სახლში სპეცოპერაციას სუს-ის უფროსის მოადგილე, სოსო გოგაშვილი, ხელმძღვანელობდა და მის ოჯახს ემუქრებოდა.

მისი თქმით, სოსო გოგაშვილი სუს-იდან პანკისის ხეობაში საგანგებო მისიით გაუშვეს, მან კი პასუხიმგებლობა აიღო, რომ რეგიონში სპეცოპერაციას პროტესტი არ მოჰყვებოდა.

სოსო გოგაშვილი ხეობაში მის ვიზიტს არ ადასტურებს, მისი გვარის კავშირს კი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად აფასებს.

მოკლულის ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვა ძალოვან უწყებებთან ერთად, მათ გაჩუმებას ყველა ფორმით შეეცდება.

წყარო: რუსთავი 2







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42