"კომენტარებიდან გამომდინარე, ხორავას ტრაგედია პოლიტიკური შოუს სახეს იღებს"- მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა
სამართალი - 18:17, 21 Apr, 2018     24187
ხორავას ქუჩაზე ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა, ნათია საყვარელიძე მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა.

მოკლული ბიჭის დედა ამბობს, ხორავას ტრაგედია პოლიტიკურ შოუს სახეს იღებს.

"კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ჩემი შვილის ამ შოუში მონაწილეობის. მე შევძელი ის, რომ გაჩუმებული ვარ, სხვები ნუ გააკეთებენ ამასთან დაკავშირებით კომენტარს. როცა ოჯახი კომენტარს არ აკეთებს, ყველას ვთხოვ ლევანის სახელით ნურავინ ლაპარაკობს. რადგან კომენტარს არ ვაკეთებ, ეს იმას არ ნიშნავს, ჩვენ არ გვაქვს დადებითი, ან უარყოფითი შეხედულება. ლევანი ხორავას კონფლიქტში მსხვერპლია, რომელსაც ამ კონფლიქტთან არაფერი შეხება ჰქონია. კომენტარებიდან გამომდინარე, ხორავას ტრაგედია პოლიტიკური შოუს სახეს იღებს. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ჩემი შვილის ამ შოუში მონაწილეობის.

კუპრავას, სუბელიანის, კაკუბავას ჩართვა, მათი კომენტარები ჩემთვის მიუღებელია. ეს იყო ისეთი ტრაგედია, რომელიც არ შეიძლება, პოლიტიკაში გადაზარდო. ახლა მთავარია ბავშვები დავიცვათ, რომ ეს ტრაგედია აღარ გაგრძელდეს.

ჩემთვის მთავარი იყო იმის დადგენა, განსასჯელ სკამზე მსხდომნი არიან თუ არა ნამდვილად დამნაშავენი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან იმ დონის ტრაგედიაა და იმ დონის სადიზიმია ჩადენილი, საშინელებაა ვინმე სხვას დააბრალო. ეს ჩემთვის დიდი ცოდვა იქნება. პროცესი დამთავრებული არ არის და რაც მომისმენია, იქიდან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ესენი დამნაშავენი არიან. არიან სხვებიც? - არ მაქვს პრეტენზია ისინიც დასაჯონ. იქ საშინელებაა მომხდარი და მათ შორის, როცა სრულიად უდანაშაულო მსხვერპლია, ეს კიდევ მეტად მძიმეა ჩემთვის“, - აცხადებს საყვარელიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42