"თქვენი შვილი მთავარი ორგანიზატორი იყო და მ.კ. ს-თან ერთად წინასწარ დაგეგმა რაც უნდა მომხდარიყო"- ზაზა სარალიძე სუბელიანს პასუხობს
სამართალი - 13:18, 21 Apr, 2018     14161
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძე პროკურატურის ყოფილი თანამშრომელს მირზა სუბელიანს პასუხობს.

მისი თქმით, "პოლიტიკური ელფერი ეძლევა დაზარალებულების მიმართ განხორციელებულ მანიპულირებას სუბელიანის ოჯახის წევრებისა და პროკურატურის მხრიდან".

ზაზა სარალიძე პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებისგან ამ დრომდე არ მიუღია პასუხი, რის საფუძველზე აცხადებდა პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ბორის კაკუბავა, რომ დავით სარალიძე მის შვილიშვილს ფულს სძალავდა.

„ბორის კაკუბავა თქვენი ოჯახის წევრია, რომელმაც ღიად დაადანაშაულა ჩემი შვილი თითქოსდა თქვენს შვილს ემუქრებოდა ტუალეტში თავის ჩაყოფით და სძალავდა ფულს, თვეზე მეტია პასუხი ვერ მივიღე პროკურატურიდან რა საფუძველი ჰქონდა ბორის კაკუბავას კომენტარს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, მირზა სუბელიანის შვილი სისხლიანი გარჩევის მთავარი ორგანიზატორია. შვილ მკვდარ მამას კითხვები აქვს „რატომ არ დევს საქმის მასალებში ფარული ვიდეო ჩანაწერები სუბელიანის შვილისა და მისი ნათესავის მ.კ-ს ჩვენების".

"თქვენი შვილი მთავარი ორგანიზატორი იყო ამ ინცინდენტის და წინასწარ დაგეგმა მ.კ. ს-თან ერთად რაც უნდა მომხდარიყო 1-ელ დეკემბერს. ყველა ჩემს მიერ დასმული კითხვა პასუხგაუცემელია თქვენი ყოფილი თანამშრომლებისგან. თქვენ ვერანაირად ვერ უნდა ადევნებდეთ პროცესების მიმდინარეობას თვალყურს და შესაბამისად, არც უნდა იცოდეთ რა ხდება დახურულ პროცესზე. თუ არა პროკურატურა, ვინ გაწვდით ინფორმაციას სამართლიანად მიდის პროცესი თუ უსამართლოდ. მართლაც რომ, სამწუხაროა, ჩემი შვილი და ლევანი თქვენი და თქვენნაირი პირების ოჯახის წევრების მსხვერპლი რომ გახდნენ“, - აცხადებს ზაზა სარალიძე.

საქართველოს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, ირწმუნება, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებით აშანტაჟებს ხელისუფლებას.

აღსანიშნავია, რომ შოთაძის უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი და ნათესავი მოზარდების მკვლელობის საქმის ფიგურანტები არიან და ორივე მათგანი მოწმის სტატუსის მატარებელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42