"ჩადენილი აქვს, ამას ტყუილად არ ჩაიდენდა" - ბრალდებული ბაქრაძის შვილები მოკლულის დედას მომხდარის პროვოცირებაში ადანაშაულებს
სამართალი - 14:33, 17 Apr, 2018     5664
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის შვილი აცხადებს რომ მამამისმა, ვეფხვია ბაქრაძემ ჩადენილი დანაშაულის გამო კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი.

ამასთან, ლიკა ბაქრაძე მომხდარის პროვოცირებაში მოკლულის დედას ადანაშაულებს.

"ჩადენილი აქვს, ამას ტყუილად არ ჩაიდენდა... მინდა ის არგუმენტები გავიგო, რასაც ჩემს მიმართ ის ქალბატონი ამბობს თავის გადასარჩენად... ვიცი, რომ თაკო იყო მათი ურთიერთობის წინააღმდეგი და მე ვეთანხმები თაკოს" - აცხადებს ლიკა ბაქრაძე.

მკვლელობაში ბრალდებულის ქალიშვილს უჭირს საზარელი მკვლელობის მოტივზე საუბარი თუმცა მოკლულის დედის განცხადებებს, რომ ვეფხვია ბაქრაძემ შეწყალების დოკუმენტი იძულებით დააწერინა, სიცრუეს უწოდებს.

"მე ვეთანხმებოდი თაკოს, რომ რა თქმა უნდა, რაც მათ შორის მოხდა იმის მერე ისინი ერთად ვერანაირად ვერ იქნებოდნენ. ითქვა ბევრი ტყუილი, რომ ძალით ვიყავი ვეფხოსთან, ძალით მომაწერინა ხელი და სხვა... ამის მე სიმართლე გითხრათ არ მჯერა. ვიგებ, რომ ერთად კარგად იყვნენ, მეორე დღეს მიდის და შემაკავებელ განცხადებას წერს, როს შემდეგაც მამაჩემი აკეთებს ამას... ქირას უხდიდა აიძულებდა?! ტელეფონი რომ უყიდა აიძულებდა?! მანქანაში ჩადმომას აიძულებდა?!..."- განაცხადა მკვლელობაში ბრალდებულის შვილმა.

ლიკა ბაქრაძის თქმით, მამამისმა შვილებსა და გერებს ცხოვრება დაუნგრია.

"მამაჩემთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია, ძალიან დიდი სურვილი მაქვს ვნახო, მასთან ბევრი კითხვა მაქვს. რა სასჯელს იმსახურებს როგორ გითხრათ? ცხოვრება დაგვინგრია, თავის თავს დაუნგრია, შვილებს, თაკოს, თაკოს დას დაუნგრია, ყველას დაგვინგრია და რა სასჯელს უნდა იმსახურებდეს? რასაც იმსახურებს, აუცილებლად უნდა მიესაჯოს. მეც დედა ვარ და ანალოგიურად რომ გამიკეთოს ჩემმა მეორე ქმარმა, მცემოს, სიკვდილამდე მიმიყვანოს და ისევ იმ მამაკაცთან დავიწყო ცხოვრება, ჩემს შვილებს მეც ვერ ვეტყვი ნებაყოფლობით ვიყავი მასთან და ნებაყოფლობით ვიქორწინეო. ზუსტად ის მაიმტერესებს, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი და რატომ დაგვენგრა ჩვენ შვილებს, მათ პირადში მე არასდროს ჩავრეულვარ, არც დავინტერესებულვარ თუნდაც 2014-ში რა მოხდა, საერთოდ არ მაინტერესებდა. ახლა იმიტომ ვერევი და იმიტომ მაინტერესებს, ბოლომდე ჩავერევი, რომ გავიგო რისი მიზეზით მოხდა ეს ყველაფერი, ამ ადამიანმა ეს რატომ გააკეთა? მე შემეხო, ჩემს შვილებს შეეხო, თაკოს, მის შვილებს შეეხო. ჩემი და თაკოს ურთიერთობაც კი საკმარისია იმისთვის რომ ამ ყველაფერში ვერევი და ამას ყოველთვის გავარკვევ იმოტომ რომ თაკოს წინაშე მართალი ვიყო" - თქვა მკვლელობაში ბრალდებულის შვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42