ბუტა რობაქიძის საქმეზე ვიდეოექსპერტის დაკითხვა გრძელდება. ექსპერტს დღეს კითხვებს გურამ დუნაძე დაუსვამს, რომელსაც ბრალად ვიდეოს გაყალბება ედება.
წინა პროცესზე ექსპერტმა განაცხადა, რომ საქმეში მტკიცებულებად არსებულ ვიდეოკადრებში 33 წყვეტაა, რაც მისი თქმით, ადასტურებს, რომ ვიდეო დამონტაჟებულია.
გურამ დონაძის განცხადებით, ბრალდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. სასამართლოში პროცესი ერთი საათის წინ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ბრალდებულებმა განცხადებები გააკეთეს.
ზაზა ბაქრაძემ გურამ დონაძე იმაში დაადანაშაულა, რომ იგი მოწმეებზე ზეწოლას ახდენს. გურამ დონაძემ კი პროკურატურას მოუწოდა, ამ ინფორმაციაზე შესაბამისი გამოძიება დაიწყოს და იმ შემთხვევაში, თუ ბაქრაძის მტკიცება არ დადასტურდა, პასუხისგებაში მიეცეს ბაქრაძე ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის.
„რასაც ვუსმენდი, მეგონა, რომ პროკურორი მიყენებდა ახალ ბრალს, ძალიან გთხოვთ, ყველა საშუალებით, მოიპოვეთ ჩემი სატელეფონო ჩანაწერები, სატელეფონო ზარები, გადაადგილება, ძალიან გთხოვთ, დღესვე დაიწყოთ მოძიება, თუ მე რომელიმე მოწმეზე ან მის ოჯახის წევრზე ვახორციელებ ზეწოლას“, - განაცხადა გურამ დონაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






