ჟურნალისტები დღეს მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, ბრალდებისა და დაცვის მხარისგან მიეღოთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე პასუხი, შეესაბამებოდა თუ არა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მიხეილ კალანდიას ყოფილი პროკურორი მირზა სუბელიანი, რამდენიმე პროკურორთან ერთდ შეხვდა.
დაცვის მხარის წარმომადგენლებს აღნიშნული შეხვედრის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ აქვს.
ერთ-ერთი მოკლულის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე კი არ გამორიცხავს, რომ ყოფილი პროკურორი მოწმეს ნამდვილად შეხვდა.
„შეცვალა თავიდან ბოლომდე ყველაფერი. სამწუხაროდ უკვე ფიცის ქვეშ. წინა პროცესზე რაც განაცხადა, რომ იძალადეს ჩემზეო ეს მოვიგონეო ასე განაცხადა, დღეს უკვე დეტალურად ისაუბრა იმ დეტალებზე, თუ ვის ეჭირა დანა, ვინ ურტყამდა დანას ჩემს შვილს და ლევანს. წინა ჩვენებაზე მოვიგონე ყველაფერი ჩემი მეგობრების დასაცავადო, დღეს ორივე ბრალდებულს დაადო ხელი, რომ ორივეს ეჭირა დანაო"- თქვა ზაზა სარალიძემ.
მისი განცხადებით, გუშინ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეში დარწმუნდა, რომლის მიხედვითაც მოწმე მიხეილ კალანდიას სახლში ყოფილი პროკურორი, ბიძა მირზა სუბელიანი ორ პროკურორთან ერთად მასზე ზეწოლის და სასურველი ჩვენების მისაღებად იმყოფებოდნენ.
"ჩემი აზრით ზეწოლას ახორციელებენ ძალიან კარგად... არ ვიცი ვინ, ძალოვანი უწყებები სხვა ვინ უნდა იყოს... ეს ბავშვი თვითონ ვერ მოიფიქრებდა ეთქვა, რომ წინა პროცესზე ჩვენება შეცვალა. ახლა სინდისმა შეაწუხა? ვის მიმართ? თუ წინა პროცესზე თავის მეგობრებს იცავდა, დღეს ჩემი შვილი და ლევანი დაიცვა? ეს ხომ გამორიცხულია. ჩემი აზრით, მოწმეზე ზეწოლას ძალიან კარგად ახორციელებენ სავარაუდოდ, ძალოვანი სტრუქტურები", - აღნიშნავს სარალიძე.
მასალის გამოყენების პირობები






