"ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს ადამიანების წინააღმდეგ ვისიც ეშინიათ"- გურამ დონაძე პროკურატურას და მედიას მიმართავს
სამართალი - 19:53, 11 Apr, 2018     1342
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ რობაქიძის საქმეს პროკურატურა პოლიტიკური შანტაჟისთვის იყენებს.

ჟურნალისტის თქმით, ბრალდების მხარე საზოგადოების და მათ შორის მედიის წარმომადგენლების შეცდომაში შეყვანას ახერხებს, მასმედიის ნაწილი კი შეგნებულად უწყობს ხელს ბრალდების მხარეს სიცრუის ტირაჟირებაში.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღევანდელ პროცესზე ექსპერტმა საქმეში არსებული ვიდეომასალის გაყალბების ფაქტი დაადასტურა.

საპირისპიროს ამტკიცებს გურამ დონაძე, რომელიც "ნიუპოსტმა" სხდომის დასრულების შემდეგ ჩაწერა.

მისი თქმით, შს სამინისტროს ექსპერტმა "ვერც კი გაბედა დაედასტურებინა, რომ პირველი კადრიდან - გასროლიდან იარაღების პოვნამდე კადრები გაყალბებულია ან არის რაიმე სახის წყვეტა".

"ჩვენ სასამართლოში მტკიცებულებად წარდგენილი გვაქვს 10 წუთიანი და 02 წამიანი ვიდეო, რომელიც 30-35 სხვადასხვა ეპიზოდისგან შედგება. ეს ეპიზოდები შედგება სხვადასხვა „stop rec“ - ის კადრებით. ანუ ჯერ არის გასროლა გადაღებული, შემდეგ არის გადაღებული იარაღების პოვნა, მერე არის ის კადრი გადაღებული როგორ აკავებს საპატრულო, შემდეგ არის სასწრაფო როგორ მოდის, გადაღებულია როგორ ჩხრეკენ დაკავებულებს ეს არს ლოგიკური ჯაჭვი, მაგრამ პროკურატურის წარმომადგენლები ჩვეული სტილით გამოდიიან ჟურნალისტებთან და ამბობენ, რომ არის წყვეტები და ასე შემდეგ.

პირველ ეპიზოდში, სადაც საუბარია გასროლიდან სანამ იარაღები ჩნდება, აქ რომ წყვეტა არ არის ეს შს სამინისტროს ექსპერტს დღეს არ უთქვამს, და არ უთქვამს რომ ეს არის გაყალბებული. პროკურატურას კი ხრიკი აქვს მოძებნილი და ატყუებს საზოგადოებას და ამბობს: - "წყვეტაა, მონტაჟია".

- კი ბატონო 10 წუთიან მასალაში იქნება წყვეტაც და მონტაჟის კვალი არ ნიშნავს იმას რომ ვიღაცამ იქ იარაღები ჩახატა. მონტაჟს ექსპერტიზა ეძახის იმასაც რომ ჯერ იღებ მარცხენა ნაწილს , შემდეგ მარჯვენა რაკურსს, მიწას და ა.შ. ჟურნალისტებს ვთხოვ ნებსით თუ უნებლიეთ ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში. ტყუილი და ცრუ მოწმეების მოყვანა ამ ხელისუფლების სტილია, მათი სურვილია პოლიტიკური ნიშნით დევნოს ის ადამიანები, ვინც მათთვის პოლიტიკურად მიუღებელია და ეშინიათ"- აცხადებს გურამ დონაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42