სისხლიანი გარჩევა ვეძისში და 4 დაჭრილი ახალგაზრდა - შსს განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 21:24, 10 Apr, 2018     1434
ვეძისის დასახლებაში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც 4 ახალგაზრდა დაიჭრა, მათ შორის მორაგბე ლაშა საჯაია და მისი ძმა, შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მომხდარი ურთიერთშელაპარაკებას უკავშირდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შეყვანილ იქნა ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებსაც, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.

შეტყობინების მიღებისთანავე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოცხადდნენ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლები.

ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, ვეძისის დასახლებაში, დაახლოებით, 19:00 საათზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაჭრის ფაქტი მოხდა. დაჭრილები არიან: 1998 წელს დაბადებული ზ.ღ., 1996 წელს დაბადებული ლ.ს., 1993 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული გ.ხ.

ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ. პოლიციამ ამოიღო, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღიდან გასროლილი ტყვიების მასრები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.“ - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42