დღევანდელ სხდომაზე კალაძე ბელიაშვილის ქუჩაზე ინციდენტის მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის ინიციატივით გამოვიდა.
„ეს არასერიოზული განცხადებაა, მით უფრო საჯარო მოხელის მიერ. ამ ეტაპზე არ მგონია, რომ საერთოდ განხილვის საგანი იყოს რაიმე სახის ამხანაგური მატჩის გამართვა მოძალადეებსა და დაზაალებულ სტუდენტებს შორის.
ვფიქრობ, რომ ყველა, მითუმეტეს სახელმწიფო ორიენტირებული უნდა იყოს მომხდარის სწრაფად გამოძიებისკენ და დამნაშავეების დასჯისკენ. ამ ეტაპზე კალაძის განცხადება არარელევანტურია და მიჭირს სერიოზულად შევხედო აღნიშნულ ინიციატივას“- განუცხადა „ნიუპოსტს“ შოთა თუთბერიძემ.
აფრიკელმა სტუდენტმა ბენ ზეგემ სოციალურ ქსელში, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მათ ქართველი მამაკაცები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.
ნიგერიული სტუდენტები მომხდარს რასიზმს უკავშირებენ.
შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






