დაკავებულთაგან 3 პირი, რომლებსაც გამოძიება ადმინსტარციულ სამართალდარღვევას ედავება, სასამართლომ დღეს გაათავისუფლა. წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება კიდევ 6 პირი, რომლებსაც გამოძიება უკვე სისხლის სამართლებრივ დანაშაულს, პოლიციელების წინააღმდეგ ძალადობას ედავება. აღნიშნული დანაშაული 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
სასამართლოდან დღეს გათავისუფლებული პირები ყვებიან, რომ ჩხუბის დროს ე.წ. სადგურის უბანში საერთოდ არ იმყოფებოდნენ. ადვოკატის თქმით, პოლიციელებს დაკავებულების დანაშაული დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოზე არ წარუდგენიათ.
,,დღეს სხდომაზე არანაირი მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა. დისკი არ არის. გარე პერიმეტრზე არიან დაკავებული ბიჭები, რა დროსაც თავისი ნებით მივიდნენ მეგობრების სანახავად, ამ პერიოდში არიან აყვანილი, საინტერესოა, რომ ამ გარე პერიმეტრის დისკიც არ არის, როგორ მოხდა მათი დაკავება. უშუალოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია“-ამბობს ადვოკატი.
ერთ-ერთი თვითმხილველი კი ამბობს, რომ პოლიცია მოქალაქეებს თავს დაესხა და ახალგაზრდები სამართალდამცველებმა სცემეს.
„პოლიცია დაესხა თავს, ერთმანეთს ვერ ასწრებდნენ პოლიციელები...სცემდნენ ბიჭებს... დაესხა პოლიცია, ნუ სვამთ აქო... დუბინკებით სცემეს პოლიციელებმა ბიჭები“-ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი და თვითმხილველი.
მასალის გამოყენების პირობები






