შეთანხმება „ცენტრ-პოინტისა“ და m2-ს შორის - "რჩეულიშვილისა და კერვალიშვილის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლება ლოგიკური იქნება"
სამართალი - 20:03, 05 Apr, 2018     7568
„ცენტრ-პოინტისა“ და m2-ს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტის თანახმად, „ცენტრ-პოინტის“ მიერ წინაპირობების შესრულების შემთხვევაში, მშენებლობებს m2 დაასრულებს დაბინას ყველა დაზარალებული ოჯახი მიიღებს.
4 000 ოჯახი 3 წლის განმავლობაში ბინებით ეტაპობრივადდაკმაყოფილდება.
დოკუმენტის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლება ლოგიკური იქნება.

„ცენტრ-პოინტ“ ჯგუფმა გადადგა ეს ნაბიჯი. თავისი აქტივები სრულად გადასცა ვალდებულებების დასაფარად m2-ს, იმისთვის, რომ კომპანიამ შეასრულოს სამუშაო და დააკმაყოფილოს 4 ათასი ოჯახი. შესაბამისად, ლოგიკური და სამართლიანი იქნება მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლება” განაცხადა ბექა ბასილაიამ.

რჩეულიშვილსა და კერვალიშვილის გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობს „ცენტრ პოინტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც.

„როცა ერთ-ერთი მხარე არის ციხეში, იქ დადებული ხელშეკრულების გაბათილება ძალიან ადვილია. იმ მხარეს, რომელიც არის ციხეში, მერე შეუძლია თეორიულად თქვას, რომ ხელშეკრულება ძალით გააფორმებინეს. ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საბოლოო ხელშეკრულების დადებისთვის მაია რჩეულიშვილი გარეთ იყოს, ვინაიდან მაია არის ის ადამიანი, რომელიც იურიდიულად პასუხისმგებელია ყველაფერზე და საბოლოო ხელშეკრულებას მან უნდა მოაწეროს ხელი. ამიტომ ვითხოვთ ჩვენ, რომ მაია და რუსუდანი რაც შეიძლება მალე გამოვიდნენ გარეთ, რომ ჩვენ ეს პროცესი დავასრულოთ“ აცხადებს გურამ რჩეულიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ოთხ-ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42