მოზარდების მკვლელობა - ერთ-ერთ მოწმებს მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა მოკლულთან
სამართალი - 12:15, 05 Apr, 2018     2199

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხება, რომელიც გასული წლის პირველ დეკემბერს მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა.

"ისინი იმყოფებოდნენ ხორავას ქუჩაზე განვითარებული მოვლენების დროს შემთხვევის ადგილზე და ისაუბრებენ იმ გარემოებებზე, რაც თვითონ ნახეს. ისინი ისაუბრებენ იმ დეტალებზე, რაც მოხდა ხორავას ქუჩაზე...

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მოწმეს, რომლის ტანსაცმელზე ამოვიდა ერთ-ერთი გარდაცვლილის დნმ-ის შემადგენლობა, ანუ სისხლი, მას პირადად, მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა ერთ-ერთ გარდაცვლილთან, რომლის სისხლი ამოვიდა მის ტანსაცმელზე. რაც შეეხება იმ ვერსიას, რომ მას არ ჰქონია კონტაქტი და როგორ აღმოჩნდა მის ტანსაცმელზე სისხლი, ეს არ შეესაბამება რეალობას, ეს არის საზოგადოებაში არასწორი ინფორმაციის გავრცელების მცდელობა"- განაცხადა საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.

თავის მხრივ, დაცვის მხარეს აქვს მოლოდინი, რომ დღევანდელი მოწმეებიც შეცვლიან ჩვენებებს.

"იმის გათვალისწინებით, რომ აქამდე დაკითხულმა ყველა მოწმემ შეცვალა გამოძიებაში მიცემული ჩვენება, ჩვენი მოლოდინიც იგივეა, რომ სავარაუდოდ დღევანდელი მოწმეებიც იგივეს გააკეთებენ. მოწმე, რომელიც რამდენჯერმე ცვლის ჩვენებას, ის ნაკლებად სანდო მოწმეა. აქ ჩვენი აზრით ადგილი აქვს პროკურატურის მითითებას მოწმეებზე, თუ რა ჩვენებები უნდა მისცენ მათ სასამართლოში. დასკვნით სიტყვაში გავაანალიზებთ ყველა მტკიცებულებას და დავასაბუთებთ, რომ მოწმეთა ჩვენებები არ შეესაბამება სინამდვილეს", - განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

ადვოკატის თქმით, ინფორმაცია, რომ პირს, რომლის ტანსაცმელზე ამოვიდა დნმ, გარდაცვლილთან შემხებლობა ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„მოწმე, რომელიც რამდენჯერმე ცვლის ჩვენებას, ის მოწმე არის ნაკლებად სანდო. ადგილი აქვს პროკურატურის მითითებას მოწმეებზე, თუ რა ჩვენებები უნდა მისცენ სასამართლოში. შესაბამისად, მათი ჩვენებები ხშირ შემთხვევაში იმ რეალობისგან განსხვავდება, რაც სინამდვილეში მოხდა,“- განაცხადა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე საქალაქო სასამართლოში ორ პარალელურ პროცესზე მსჯელობენ.

მეორე პროცესზე 5 ბრალდებულის საქმეს განიხილავენ, რომლებსაც დანაშაულის დაფარვას ედავებიან.

დაცვის მხარე ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატებისა და მოკლულის ოჯახის წევრების მიერ გაჟღერებულ ინფორმაცის გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კალანდიას შვილი, რომელიც ხორავას ქუჩაზე ინციდენტში მონაწილეობდა, შესაძლოა მკვლელობის საქმეში დამნაშავე იყოს.

„მის შვილს აღნიშნული ქმედება რასაც ტელევიზიები აჟღერებენ, არ განუხორციელებია. რომ ეს განეხორციელებინა, ის ბიჭი გარეთ არ იქნებოდა,“- განაცხადა ადვოკატმა, დარეჯან ბუცხრიკიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42