ბრალდებულის, მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატი ნუგზარ კვინიკაძე გამამართლებელ განაჩენს ელოდება, მისი თქმით სამხარაულის ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ავტოავარიაში კვირიკაშვილის ბრალეულობა არ იკვეთება, საქმეში კი მესამე ავტომობილი ფიგურირებს, რომელმაც მოძრაობის უსაფრთხოება დაარღვია.
„არიან მოწმეები, რომელებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, როცა ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ასევე დაზარალებულები. ექსპერტიზის დასკვნა არის სრულყოფილი, გამოიკვლიეს ყველაფერი, რის შემდეგაც მივიდნენ დასკვნამდე, რომ მერაბ კვირიკაშვილის ბრალეულობით არ მომხდარა ავტოსაგზაო შემთხვევა,“-განაცხადა ნუგზარ კვინიკაძემ.
საქმის არსებითი განხილვა მოსამართლემ, მურთაზ კაპანაძემ 5 აპრილს 16:00 საათზე ჩანიშნა.
საქმე 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდება, რის შედეგადაც კვირიკაშვილის მეუღლე და შემხვედრ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები






