მოზარდების მკვლელობა - დამნაშავეებს პროკურატურა ხელისუფლების მითითებით მფარველობს?!
სამართალი - 12:40, 04 Apr, 2018     1999
ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე სასამართლო პროცესები მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა.

საქალაქო სასამართლოში, გუშინ გამართულ სხდომაზე ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის, ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერები გამოიკვლიეს. ჩანაწერებში, რომელიც მომხდარის შემდეგ მალევე არის მომზადებული, მოზარდები მკვლელობის დეტალების შესახებ საუბრობენ და მასში პირველად ისმის ვარაუდი, რომ დავით სარალიძეს დანა შესაძლოა, მისმა მეგობარმაც დაარტყა.

როგორც „ნიუპოსტს“ მოკლული არასრულწლოვანის მამამ, ზაზა სარალიძემ განუცხადა, გუშინ წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეში ბრალდებულთა წრე იმაზე ფართოა, ვიდრე ამის დამტკიცებას შოთაძის უწყება ცდილობს.

მოკლული დავით სარალიძის მამის თქმით, ფარული ჩანაწერებიდან დასტურდება, რომ ჩხუბის დროს დანა სხვა მოზარდებსაც ჰქონდათ.

„შესაძლებელია, ამათაც (დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მეგობრებსაც) ჰქონდათ დანა, რადგან მეორე მხრიდანაც ზურგის არეში დაიჭრა ერთ-ერთი, რომელიც ვერ ადასტურებს, ვინ დაჭრა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ დათო მეგობარმა დაჭრა, რადგან მოქნეული და მოზომილი არავის არაფერი დაუნახავს, ჩემს ბავშვს ზურგის არეში აქვს ერთი ჭრილობა მიყენებული და არ არის გამორიცხული, მათი მოქნეულიც იყოს“- უთხრა „ნიუპოსტს“ ზაზა სარალიძემ.

ამასთან, პროცესზე ბრალდების მხარემ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომლითაც დასტურდება, რომ დაღუპული დავით სარალიძის სისხლის კვალი სხვა მოზარდის ტანსაცმელზეც არის აღმოჩენილი.

ზაზა სარალიძე „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ აღნიშნულმა მოწმემ დაკითხვისას სარალიძესთან კონტაქტი უარყო.

სარალიძე აცხადებს, რომ არასრულწლოვანი მოწმე უკვე დაკითხულია და შესაბამისად, სასამართლოზე ვერ მოხდება იმის დადგენა, თუ როგორ აღმოჩნდა მისი შვილის სისხლის კვალი ამ პირის ტანსაცმელზე მაშინ, როდესაც ის სარალიძესთან კონტაქტს უარყოფს.

„თუ მას არ ჰქონდა ჩემს შვილთან შეხება, მაშინ როგორ აღმოჩნდა მის ტანსაცმელზე სისხლი?! ეს მოწმე უკვე დაკითხულია, ის პროკურატურამ დროზე ადრე დაკითხა, რადგან არ გამოვრიცხავ, რომ იცოდა ექსპერტიზის პასუხი და სპეციალურად დაკითხა დროზე ადრე“ - აღნიშნავს ზაზა სარალიძე, რომელიც გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

„ყველაფერი გაწერილი აქვს პროკურატურას, როგორ უნდა ისაუბრონ მოწმეებმა სასამართლო სხდომებზე. ექსპერტიზის დასკვნა ძალიან საინტერესოა, ვითხოვ იმ მოწმის ხელახლა დაკითხვას, რომელმაც სასამართლოზე ჩემს შვილთან კონტაქტი უარყო. უნდა გაეცეს მთავარ კითხვას პასუხი - თუ არ ჰქონდა ჩემს შვილთან შეხება, მაშინ როგორ აღმოჩნდა მის ტანსაცმელზე სისხლი?!

მედიისა და ჩვენი აქტიური მოქმედებებით, იმედი გვაქვს, რომ გამოვკვეთავთ დამნაშავეთა წრეს. მინიმუმ, ორი ადამიანი გარეთ დადის, რომელიც მკვლელობაში უშუალოდ იღებდა მონაწილეობას. პროკურატურას მათი გამოვლენა არ აწყობს,“ - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ზაზა სარალიძემ.

მან „ნიუპოსტთან“ კიდევ ერთხელ გამოთქვა ვარაუდი, რომ მკვლელობაში ბორის კაკუბავას ერთ-ერთი შვილშვილი ფიგურირებდეს.

„ძალიან მალე მივაკვლევთ ზუსტ ინფორმაციას... როდესაც პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რომ ვიღაც-ვიღაცების ბრალეულობა დაიფაროს, ალბათ, მითითება ხელისუფლების მხრიდან არის“ - განაცხადა მოკლული ბიჭის მამამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42