ბრალდებულისათვის პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა მოითხოვდა. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.
ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში 65 წლის კაცი, რომელიც სკოლის სპორტის მასწავლებელია, 14 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის შეთავაზებებს უკეთებდა. საუბარი გოგომ ჩაიწერა.
ბრალდებულმა ადვოკატზე უარი თქვა და განაცხადა, რომ საკუთარ თავს თავად დაიცავს.
მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. მასში აღნიშნულია, რომ დაკავებულს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, და რომ გამოძიებით დადგინდა - 2018 წლის 23 მარტს, ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელმა არასრულწლოვან მოსწავლე გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2018 წლის 31 მარტს სენაკში დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






