დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. ადვოკატის განცხადებით, არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების არანაირი საფუძელი.
მოსამართლემ საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტად ბრალდებულის მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე დაასახელა.
ირაკლი ქორიძეს პროკურატურა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოში შემოტანას ედავება.
ირაკლი ქორიძე ცნობილი ექმების ოჯახის წევრია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულებრივ ჯგუფს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ, დაახლოებით, 900 აბი ნარკოტიკული საშუალება შემოჰქონდათ.
უწყების ცნობითვე, ნარკოტიკების შემოტანისთვის კატასტროფის ცენტრის მანქანას იყენებდნენ.
ქორიძე, ამავე დანაშაულისთვის სასჯელს წარსულშიც იხდიდა. ირაკლი ქორიძე 2010 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და 2012 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.
მაშინ ქორიძის შეწყალების რეკომენდაციით პრეზიდენტს "ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა" მიმართა.
ირაკლი ქორიძეს, რომელსაც გამოძიება ორ მძიმე დანაშაულს ედავება უვადო პატიმრობა ემუქრება. აღნიშნულ საქმეში გიორგი გიორგანაშვილიც ფიგურირებს, რომელსაც შესაძლოა ხვალ ბრალი დაუმძიმდეს.
მასალის გამოყენების პირობები






